საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ტელევიზია" ერთსულოვნებამ გაავრცელა.
მოგვიანებით, შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც. მათი ცნობით, სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.
მხარეებმა "მტკივნეულ რეგიონებში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებს "მტკივნეულ რეგიონებად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა შეხვედრაზე სწორედ "მტკივნეულ რეგიონებში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
"მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს", — წერია განცხადებაში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, რომ სტუმრებმა შიო III-ს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და მას რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს.
"სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციაში იყვნენ:
- მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმდჯომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი);
- მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი;
- მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი;
- ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი;
- მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში, ვლადიმერ ალექსანდროვი.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
- ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
- გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
- ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი);
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი;
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
კომენტარები