21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
21-ე საჯარო სკოლის პედაგოგები, ყოფილი თუ მოქმედი მოსწავლეები და მშობლები 3 ძირითადი მოთხოვნით გამოდიან. ესენია: 21-ე საჯარო სკოლის საინჟინრო დასკვნის დამოუკიდებლად და საფუძვლიანად გადამოწმება; დემონტაჟამდე შენობის უსაფრთხოდ შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა; ხოლო სწავლის დროებით შეჩერების შემთხვევაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სრულფასოვანი ალტერნატიული სკოლის უზრუნველყოფა.
საინიციატივო ჯგუფი "21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად" ითხოვს, რომ ბავშვები სხვადასხვა სკოლასა და კლასში შემთხვევით არ გადაანაწილონ და არ გადაიყვანონ მეორე ან მესამე ცვლაში, ასევე ალტერნატიულ სივრცეში შენარჩუნდეს გერმანული ენის პროგრამა, ინკლუზიური განათლება და უსაფრთხო სასწავლო გარემო.
"ჩვენ, 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგები, ყოფილი თუ მოქმედი მოსწავლეები, მშობლები — ვითხოვთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება სრულ ინფორმაციას, ობიექტურ შეფასებას და სკოლის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას.
1. არსებული საინჟინრო დასკვნის საფუძვლიანად გადამოწმება.
მიგვაჩნია, რომ შენობის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამატებითი, კომპლექსური და დამოუკიდებელი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
ამ პროცესში უნდა ჩაერთონ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები და შეფასდეს არამხოლოდ შენობის დღევანდელი მდგომარეობა, არამედ მისი უსაფრთხოდ შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ტექნიკური შესაძლებლობაც.
2. რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა დემონტაჟამდე.
სანამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოდ განხორციელდება, უნდა არსებობდეს პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მისი უსაფრთხოდ შენარჩუნება და რეაბილიტაცია. ასევე, პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას, თუ კერძოდ რა საფრთხის შემქმნელია აღნიშნული შენობა.
თუ დამატებითი კვლევა დაადასტურებს, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ამ შესაძლებლობას უნდა მიეცეს რეალური განხილვის საშუალება.
3. ბავშვებსა და პედაგოგებს სჭირდებათ სრულფასოვანი ალტერნატიული სკოლა.
სანამ 21-ე სკოლაში სწავლა შეუძლებელია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი სასწავლო სივრცე.
ეს არ უნდა ნიშნავდეს უბრალოდ სხვა შენობაში გადასვლას. ალტერნატიულ სივრცეში უნდა იყოს შესაძლებელი სრულფასოვანი სასწავლო პროცესის გაგრძელება, გერმანული ენის პროგრამის შენარჩუნება, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოში სწავლა.
არ უნდა მოხდეს ბავშვების შემთხვევითი გადანაწილება სხვადასხვა სკოლასა და კლასში, ან მათი მეორე და მესამე ცვლაში გადაყვანა. 21-ე სკოლა უნდა დარჩეს ერთიან სასკოლო საზოგადოებად.
ჩვენი განსაკუთრებული მოთხოვნები:
- 21-ე სკოლის იდენტობისა და საგანმანათლებლო სპეციფიკის შენარჩუნება;
- 21-ე სკოლა მხოლოდ შენობა არ არის! ეს არის სკოლა თავისი ისტორიით, ადამიანებით, ტრადიციით და გერმანული ენისა და განათლების მიმართულებით ჩამოყალიბებული განსაკუთრებული პროფილით;
- სკოლის შენობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა დაიკარგოს ის, რაც 21-ე სკოლას 21-ე სკოლად აქცევს;
- ჩვენ ვითხოვთ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებაში!
- სკოლის მომავალზე გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ სკოლის საზოგადოების გარეშე.
მშობლებს, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სრული ინფორმაცია, დასვან კითხვები და საკუთარი მოსაზრებები რეალურად წარადგინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; - და ბოლოს, ჩვენ არ ვითხოვთ ბავშვების უსაფრთხოების ხარჯზე სკოლაში დაბრუნებას.
ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება — სრულ ინფორმაციას, დამოუკიდებელ და ობიექტურ შეფასებას, უსაფრთხო და სრულფასოვან სასწავლო სივრცეს და 21-ე სკოლის საგანმანათლებლო ფუნქციისა და ერთიანობის შენარჩუნებას.
ეს არის ჩვენი ბავშვების განათლების, ჩვენი სკოლის და მისი მომავლის საკითხი", — წერია განცხადებაში.
საინიციატივო ჯგუფი "21-ე საჯარო სკოლის გადასარჩენად" დღეს, 17:00 საათზე, სკოლის წინ აქციას გამართავს.
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები