ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
რუსეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფის, "გეორგიევსკის" მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სამთავრობო მედია TASS-ს განუცხადა, რომ დასავლური სანქციებით ამაყობს.
"ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო — სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ ჩემი სიმართლისმოყვარეობის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო გავხდი უპრეცედენტო ზეწოლის ობიექტი. ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში. მაგრამ ჩემთვის ეს სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია", — განაცხადა მან.
რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განზე ვერ დარჩებოდა და გადაწყვიტა, დახმარებოდა რუს სამხედროებს, ასევე დონბასისა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების მცხოვრებლებს.
"2025 წლის 9 მაისს, გამარჯვების აღლუმზე უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე და მოხალისეთა კორპუს "არბატში" ვიმსახურე, სადაც ცხრა თვე გავატარე. "არბატში" სამსახურის დასრულების შემდეგ კი მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ინტერნაციონალური მოხალისეთა დანაყოფის, "გეორგიევსკის", შექმნა გადავწყვიტეთ“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, "გეორგიევსკში" ერთიანდებიან მოხალისეები, რომლებიც აფასებენ რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიას და "საუკუნოვან ძმობას".
"მათი მთავარი მოტივაციაა ქრისტიანული სარწმუნოების, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი თავს გვახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური, ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან", — დასძინა მან.
მანამდე რომანოვ-ფარცხალაძემ TASS-ს განუცხადა, რომ რუსეთში ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოყალიბდა. მისი თქმით, სახელწოდება დაკავშირებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელმაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.
რუსულმა მედიამ 7 სექტემბერს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად მოხალისეობრივი ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოყალიბდა, რომლის მეთაური საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მხარეს მებრძოლი ომარ რომანოვ-ფარცხალაძეა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
- ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
- ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
- ოთარ ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- შსს: ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ოთარ ფარცხალაძე-რომანოვმა დააორგანიზა
გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია.
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
კომენტარები