თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა ზაქარას კეთილი მანქანის მხარდაჭერას აგრძელებს
ფოტო: თეგეტა
ხშირად დიდი ამბები ერთი პატარა საქმით იწყება. ზაქარია დოლიძის ისტორიასაც სწორედ ასეთი დასაწყისი აქვს — 8 წლის წინ მიუსაფარი ძაღლებისთვის ძველი კარადისგან პატარა ქოხი თავისი ხელით ააწყო. დღეს კი სოციალური ინიციატივის "ზაქარას კეთილი მანქანა" ავტორი ცხოველებზე ზრუნვას, თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით აგრძელებს.
ამჯერად, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მიუსაფარ ძაღლებზე ქუთაისში იზრუნეს — თეგეტა მოტორსის ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე ცხოველებისთვის სახლები დაიდგა.
"ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე ზრუნვასა და მათ გაძლიერებას ითვალისწინებს. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ასევე ჩვენი საზოგადოებისა და გარემოს ნაწილია. ზაქარიას საქმიანობა ჩვენთვის ახალი არ არის — თეგეტამ ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ჩვენი ზრუნვის პლატფორმის, Tegeta Care-ის პარტნიორი გახდა. სისტემური თანამშრომლობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ, როცა მას უფრო დიდი ავტომობილი დასჭირდა, რათა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად ისეთ ადგილებამდეც მიეღწია, სადაც მისი ძველი მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო. ზაქარიას ფინანსურად დავუჭირეთ მხარი, თუმცა მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ — ძალიან ბევრი ადამიანი იდგა მის გვერდით. ამასთანავე, ავტომობილის ტექნიკური გამართვა და შემდგომი სერვისიც ავიღეთ საკუთარ თავზე. გვინდა, ზაქარიამ იცოდეს, რომ ამ გზაზე მარტო არ არის.
ამჯერად ქუთაისში ჩავიტანეთ სახლები ერთად. ქალაქი შემთხვევით არ შეგვირჩევია — ვიცოდით, რომ თეგეტა მოტორსის ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე მიუსაფარ ცხოველებზე ჩვენი თანამშრომლები დიდი ხანია საკუთარი კეთილი ნებით ზრუნავენ. ახლა კი ცხოველები დაბინავებულები არიან და მოვლაც გაცილებით ორგანიზებულია. ვფიქრობთ, ბიზნესს აქვს რესურსი, ერთი ადამიანის კეთილი ნება ხელშესახებ და მდგრად შედეგად აქციოს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე სხვებიც შემოგვიერთდებიან", — ამბობს მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR კოორდინატორი.
ზაქარია დოლიძე მიუსაფარ ცხოველებზე 2018 წლიდან ზრუნავს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისი ძაღლი ვალიკო ავად გახდა. ლეკვის გადარჩენის ძიებაში ზაქარია სოციალურ ქსელში არსებულ ერთ-ერთ ჯგუფში გაწევრიანდა და სწორედ იქ დაინახა, რამდენად მასშტაბური იყო მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ასე გადაწყვიტა, კეთილი საქმის კეთება დაეწყო. მას შემდეგ, რაც 3 000-ზე მეტი სახლი საკუთარი ხელებით ააშენა, თვლა შეწყვიტა და საქმე ისე გააგრძელა. მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობაც დაიწყო — ახალგაზრდებთან შეხვედრები, საგანმანათლებლო საღამოები და ცნობიერების ასამაღლებელი საუბრები. მისი საქმეების კვალი კარგა ხანია სახლების მიღმაც ჩანს. ზაქარიას ეკუთვნის ინოვაციური ეტლის იდეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცხოველებისთვის გამოიყენება და რომელმაც ასობით ცხოველს ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.
ფოტო: თეგეტა
"რვა წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს იდეა ამხელა განვითარებას იპოვიდა და ერთ დღეს სიკეთით დამუხტული მანქანით მთელ საქართველოს შემოვივლიდი. დღეს ჩემი ყოველდღიურობა ამ გზაზე გადის - სადაც გავიგებ, რომ საჭმლის, წამლების ან სახლის საჭიროებაა, მეც იქ მივდივარ. ამ გზაზე თეგეტაც გამოჩნდა. დამეხმარნენ, რომ უკეთესი ავტომობილი მეყიდა და ახლა ზრუნავენ, ყოველთვის მზად ვიყო შემდეგი კეთილი თავგადასავლისთვის.
ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ყოველთვის ერთ კითხვას ვუსვამ: როგორც, მაგალითად, რომელიმე შენი საყვარელი ნივთი, ეს ქვეყანა შენია? შენს კუთვნილებად მიიჩნევ? როცა მეუბნებიან: "კი", შემდეგ ვამბობ: თუ შენია, მაშინ შენი მოსავლელიცაა, შენი პასუხისმგებლობაა და არა სხვისი. როცა შენ თვითონ არ აფასებ, სხვაც არ დააფასებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები გადავდგათ წინ, გავერთიანდეთ და საკუთარი წვლილიც შევიტანოთ ასეთ საქმეებში", — ამბობს ზაქარია დოლიძე, "ზაქარას კეთილი მანქანის" შემქმნელი
ზაქარია ფიქრობს, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება შესამჩნევად შეიცვალა — ადამიანები ინიციატივას იჩენენ და თავადაც ხდებიან მზრუნველები. მისი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის — სიკეთის მუხტი დამკვიდრდეს და ზრუნვა დღის წესრიგად იქცეს.
"ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერა Tegeta Care-ის პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს თეგეტას დონაციის პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციებს, პროექტებსა თუ სოციალურ საწარმოებს აერთიანებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს კონკრეტული ინიციატივა და პირდაპირ დაუჭიროს მხარი, დონაცია კი მთლიანად იმ კონკრეტულ პროექტს მიემართება.
სწორედ მსგავსი ჩართულობით შეძლებს ზაქარია, რომ მისი მანქანა არ გაჩერდეს და წინ იაროს კიდევ უფრო მეტი კეთილი საქმისთვის. როგორც თავად ამბობს, ერთი რამ სულ ახსოვს — მანქანა თავისით ვერაფერს აკეთებს, მას ძალას ადამიანები აძლევენ.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
"სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია "სითი მოლთან" სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა — მერია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
კომენტარები