რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
დიდ ბრიტანეტში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი, სადაც შვიდი წელი მუშაობდა, გასულ თვეში დატოვა. ინფორმაციას The Guardian ლონდონში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი კიევს დრონებს აწვდის, საელჩომ მოსალოდნელი "შედეგების" შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
The Guardian-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში რუსეთის "უფროსი დიპლომატიური პერსონალის" ონლაინ სიას ახლა მხოლოდ ვასილი ცინგანოვი ხელმძღვანელობს, რომელიც საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულია.
საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კრემლმა კელინის დიპლომატიური მისია 21 ივლისს დაასრულა. "რაც შეეხება რუსეთ-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების მდგომარეობას ყველა სფეროში, ის უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე დაეცა და ეს მთლიანად ლონდონის ინიციატივით მოხდა," — დასძინა მან.
პრესსპიკერმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ კელინი ცდილობდა დიდ ბრიტანეთთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას და მთავრობა რუსეთთან "კონფრონტაციის გზის" არჩევაში დაადანაშაულა.
"მან ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ უფრო კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი საბოლოოდ აღდგება, თუ დიდი ბრიტანეთი გადახედავს თავის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ," — განაცხადეს საელჩოში და დასძინეს, რომ კრემლს შემცვლელი კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია.
მოგვიანებით საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომენტარებში არაფერი მიუთითებდა რუსეთის განზრახვაზე, დაექვეითებინა დიპლომატიური ურთიერთობების დონე დიდ ბრიტანეთთან.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა: "ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხია. ჩვენ გვყავს ელჩი და საელჩო მოსკოვში, რათა ვიურთიერთოთ და წამოვჭრათ პრობლემური საკითხები რუსეთის მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას, რომელსაც აქვს სრული უფლება დაიცვას თავი რუსეთის უკანონო აგრესიისგან",
The Guardian წერს, რომ კელინი ბოლო წლებში ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუებში რეგულარულად იმეორებდა კრემლის ნარატივებს. ივნისში Sky News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს "ვერ წააგებს". იგი საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურს 1979 წელს შეუერთდა.
რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან რიტორიკა გასულ კვირას გაამწვავა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა დაადასტურეს ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთში არსებულ სამიზნეებზე დასარტყმელად ბრიტანული კომპანიების მიერ დამზადებული ორი დრონი გამოიყენეს.
რუსეთის საელჩომ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში დასძინა: "ლონდონის ქმედებებს გარდაუვალად მოჰყვება შედეგები, რაზეც მას პასუხისგება მოუწევს".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები