ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
მწერალი ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მის წიგნებზე განხორციელებულ ვანდალიზმის ფაქტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა რუსეთში მომხდარი ფაქტების მსგავსია. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, რადგან ისინი დიდ რესურსს ხარჯავენ "სიძულვილის კამპანიის კულტივირებაში".
"ბუნებრივია, გვიჩნდება განცდა, რომ ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში. იგივე დიმიტრი ბიკოვი იქნებოდა ეს, გრიგორი ჩხარტიშვილი, თუ სხვა და სხვა, მათ წიგნებს წვავდნენ; ჯერ არშიებში ახვევდნენ, როგორც უცხოეთის აგენტების ლიტერატურას — უხამსი წარწერებით და სხვა და სხვა. ამიტომაც, როდესაც ეს დავინახეთ უკვე, გაგვიჩნდა განცდა. ახლა "ბიბლუსი" იკვლევს ამას, შიდა გამოკვლევა აქვთ, იმიტომ რომ ბუნებრივია, უნდა, ალბათ, კამერებით ნახონ და სხვადასხვა, ეს რა ტიპის ინციდენტი იყო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ თუკი ქართული ოცნების პირდაპირი მითითება და დავალება არ იყო, უთუოდ ისინი რა რესურსსაც ხარჯავენ და დახარჯეს სიძულვილის კამპანიის კულტივირებაში, სადაც ყველანი ჩვენ, ვინც ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას და რეჟიმს, აი ამ რუსულ რეჟიმს, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, სამიზნედ ამოღებულები და აქაც, ახლოს ვართ ჩემს სახლთან და ჩემი მეზობლების კედლებთან, ორიოდე წლის წინ სწორედ მათი, ქართული ოცნების სავარაუდო დეპუტატების ორგანიზებულმა ტიტუშკებმა მოგიხატეს აქ. ზუსტად ასეთივე ნიშან-სიმბოლოები დამიწერეს, ასე ვთქვათ, "აგენტები" და "მოღალატეები" — ეს მათთვის დამახასიათებელი თვისებაა. როდესაც შემდეგ ჩემმა სტუდენტებმა და სხვა მოქალაქეებმაც გადაღებეს და ეს პატრიოტული ნახატები გაჩნდა აქ. მაგრამ, ნუ ეს აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ", — განაცხადა ლაშა ბუღაძემ "ფორმულასთან" საუბრისას.
ლაშა ბუღაძის წიგნებზე მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია ლიკა ლაზიშვილმა გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნ "დამკვირვებლის" ყველა პირველ გვერდზე ფალოსები იყო მიხატული.
"რამდენიმე დღის წინ, დუმბაძეს რომ პოსტი მივუძღვენი და ვთქვი, რომ არ მომწონს (რისი თქმის უფლებაც მაქვს!), კომენტარებში დამიწერეს, რომ ვიქნებოდი ლაშა ბუღაძის მკითხველი და მეხოტბე. სიმართლე გითხრათ, შემრცხვა. რადგან არ ვიცნობ ბუღაძის შემოქმედებას. ამ სირცხვილით სავსემ, გადავწყვიტე შემეძინა — ლაშა ბუღაძის "დამკვირვებელი", ყველაზე მეტად დამაინტერესა (რევიუების მიხედვით).
არ ვიცოდი რომელი გამომცემლობის იყო (ესეც მორიგი სირცხვილი).
აღმოვჩნდი "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში, სადაც წავაწყდი საშინელ ფაქტს.
კონსულტანტმა მაჩვენა სად იდო, ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტინქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე რომ პირველ გვერდზე ფალოსებია მიხატული კალმით.
დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე, უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს — ფალოსები აქვს მიხატული!
სამწუხაროდ, კონსულტანტმა გადაღების უფლება არ მომცა და არც მე შევეწინააღმდეგე. ორთავე გაოგნებული ვიყავით.
მაინტერესებს, ვინც ეს ჩაიდინა, საერთოდ კითხვა თუ იცის?! ან თუ აქვს წაკითხული ის რასაც ამ ფორმით ებრძვის?!
მაგალითად, ლალი მოროშკინა ჩემთვის ამაზრზენი პროპაგანდისტია, თუმცა შეიძლება წავიკითხო კიდეც მისი "წიგნები", მაგრამ არასდროს დავაზიანებ, მითუმეტეს თუ ჩემს ბიბლიოთეკას არ ეკუთვნის!
რა თქმა უნდა, როცა აღმოვაჩინე, რომ "დამკვირვებელი" სულაკაურის გამომცემლობის იყო, უშუალოდ გამომცემლობის მაღაზიაში შევიძინე", — დაწერა ლიკა ლაზიშვილმა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა "ბიბლუსმა", სადაც აღნიშნულია, რომ გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა. მაღაზიას არ დაუკონკრეტებია ავტორების ვინაობა, თუმცა, მათ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.
"ბიბლუსის გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა.
ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა.
აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.
ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას.
დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან", — წერია "ბიბლუსის" განცხადებაში.
მოგვიანებით "ბიბლუსმა" დააზუსტა, რომ მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ავტორის წიგნზე გამოვლინდა. მათივე განმარტებით, გლდანი მოლის ფილიალში კამერების გადამოწმება მიმდინარეობდა.
"ვადასტურებთ, რომ რამდენიმე ავტორის წიგნზე გამოვლინდა მსგავსი შემთხვევა. საქმის მოკვლევას ჭირდება დრო ფილიალების სიმრავლიდან გამომდინარე. მიმდინარეობს გლდანი მოლის ფილიალში კამერების გადამოწმება. შესაბამისად, როდესაც სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად გავასაჯაროებთ", — დაწერა "ბიბლუსმა" სოციალურ ქსელში.
მომხდარს გამოეხმაურა "სულაკაურის გამომცემლობაც". მათ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანებას "ბიბლუსის" მაღაზიაში. მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.
ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება", — წერია განცხადებაში.
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
კომენტარები