სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან წერს, რომ მისი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, აქედან ერთი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხება. მისივე ინფორმაციით, "უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად".
"აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. 4 წელზე მეტია ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით.
ჩემი ინფორმაციით რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს.
უსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კირიენკო, ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტების ხელმოსაწერად. ხალხი დაშინებულია, ყველაზე ჩხუბისთავები ციხეშია, ოპოზიცია დისკრედიტებულია, დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება. საქართველო ომში დადანაშაულება უფრო გაფორმებით ვიდრე ადრე, გეორგიევსკის ტრაქტატი გააძრეს ძველი საბჭოთა ნაფტალინისგან. ყველა ქოც-ტროლი გაგანია ზაფხულში მობილიზებულია რუსეთთან ჩაბარების "გასაპრავებლად". პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო, თვითონაც ყოფილი სოხუმელია. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად.
ახლა სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა, თორემ სულ მალე გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და აქ მინდა ვთქვა რაც ადრე არასდროს მითქვამს. ამ საკითხში უნდა აქტიურად ვეკონტაქტოთ რიგით ქოცებს, ისევე როგორც საშუალო დონის თანამდებობის მქონეს. ეს ისეთი საკითხია, სადაც დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის ბევრ ერთგულ მომხრეშიც იპოვის თანამოაზრეებს. ამ ქოცების სტატუს-კვო აწყობთ, მაგრამ ქვეყნის გაუქმებაზე ისინიც არ იქნებიან თანახმა. ვინაიდან მათი მოტივაცია მაინც განსხვავდება თავისი არსებით რუსი ივანიშვილისგან და ფოფხაძის გაზრდილი კობახიძისგან.
ჩვენი ამოცანაა მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას", — წერს სააკაშვილი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები