თეგეტა მოტორსმა Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსის მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი — Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN — ოფიციალურად წარადგინა.
ფოტო: თეგეტა
Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა თეგეტა მოტორსმა უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
თორნიკე ჩახვაშვილი, თეგეტა რითეილი, მთავარი ოფიცერი: “Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა თეგეტასთვის მხოლოდ პარტნიორობა არ არის — ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თეგეტასა და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.
ფოტო: თეგეტა
პრეზენტაციას თეგეტა ჰოლდინგისა და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.
ფოტო: თეგეტა
გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: “საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც შექმნილია აქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.
მეორე ახალი პროდუქტი — Bridgestone Alenza LX200 ENLITEN — SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.
ფოტო: თეგეტა
Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელიწადს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც თეგეტა მოტორსი იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი — ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები