ხამზატ ჩიმაევი აცხადებს, რომ "ცოცხალი და ჯანმრთელია" — ადამ კადიროვის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება
UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გროზნოში ავტოკატასტროფაში მოყვა. მან 18 იანვარს, Instagram-ზე გამოაქვეყნა მისი და ადამ კადიროვის ფოტო, რომელსაც ჩეჩნურად დააწერა:
"სანამ რწმენა გვექნება, ცუდი არაფერი დაგვემართება".
ხამზატ ჩიმაევის "სთორი" ინსტაგრამზე
ადამ კადიროვი ფოტოზე მონიშნულია, როგორც "კიონახი", რაც ჩეჩნურიდან ითარგმნება, როგორც "ღირსეული კაცი" ან "კეთილშობილი კაცი".
რუსული მედია წერს, რომ მებრძოლი დაუკავშირდა თავის წარმომადგენლებს და დაადასტურა, რომ ის კარგად არის და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება.
ადამ კადიროვთან ერთად ფოტოს გავრცელების შემდეგ, ჩიმაევმა გამოაქვეყნა ვიდეო საკუთარი მანქანიდან, სადაც აცხადებს:
"შეიძლება ზოგიერთებს ეს არ უნდათ, მაგრამ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. აი, თქვენ: აბუ-დაბიში მივდივარ, ამინდი შესანიშნავია. ასე რომ, ნუ იჩქარებთ დამარხვას"
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს "რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით OC-Media-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, 18 წლის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაშია.
ოპოზიციური ტელეგრამ-არხმა NIYSO-მ ასევე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ავარიაში მასთან ერთად შესაძლოა ჩეჩენი UFC-ის ჩემპიონი, ხამზატ ჩიმაევიც მოჰყვა. ამას გარდა, NIYSO-მ და სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ჩიმაევი შესაძლოა გარდაცვლილიყო.
თუმცა, NIYSO-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩიმაევის ინციდენტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა და რომ დაშავებულებში შესაძლოა სხვა მაღალი რანგის ჩეჩენი ჩინოვნიკის შვილი იყოს. სხვა წყაროები, მათ შორის სახელმწიფო წყარო, აცხადებენ, რომ ჩიმაევი დუბაიში იმყოფება.
ავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება Chechnya Today-მ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.
მათ მის გარემოცვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ის "დუბაიში იმყოფება. თავს კარგად გრძნობს".
ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ავარიის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
მეტი ხამზატ ჩიმაევის შესახებ:
- კალაძე ამბობს, რომ ხამზათ ჩიმაევისთვის Ferari მას არ უჩუქებია, საბა მიქავამ აჩუქა. თვითონაც მიქავას Ferari-ზე იჯდა 10-15 წუთით
- MMA-ს ჩეჩენ მებრძოლ ხამზათ ჩიმაევს თბილისში Ferrari აჩუქეს
- ხამზათ ჩიმაევმა UFC-ში გამარჯვება კადიროვის 17 წლის შვილს, ადამს მიუძღვნა
- კახა კალაძე: მე ხამზატთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები