ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება 15 წლით შეიზღუდება. პაპუაშილი წერს, რომ “ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და ა არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია".
მისივე თქმით, "ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს".
"გუშინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.
ამავე დროს, ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს.
ასეთ მომენტში, ბევრს, ალბათ, გაახსენდება ბრიუსელის მიერ ხშირად გამეორებული ფრაზა - "არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე". ევროკავშირში განხილული იდეა სწორედ ამ მიდგომის გაუქმებაა, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვან წევრობას არ დათანხმდებიან.
ამგვარი ტენდენციები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს. მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას — აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.
ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, "პირველხარისხოვან" და "მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს.
ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ - ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია.
საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა არა საბჭოთა კავშირთან ჰქონიათ, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში", — წერს პაპუაშვილი.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები