ახალი შეზღუდვები რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასა და ენერგეტიკაზე — EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის, ჰიბრიდული საქმიანობისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ ამოქმედდება. სანქციები ჯამში 34 ფიზიკურ პირსა და 47 იურიდიულ პირს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის განცხადებით, ახალი ზომები დამატებით ზეწოლას მოახდენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, შეამცირებს ენერგეტიკულ შემოსავლებს "ჩრდილოვანი ფლოტის" ქსელის მიზანში ამოღებით, შეაფერხებს რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებსა და სახელმწიფო პროპაგანდის გავრცელებას.
"დღეს სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ და ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ზომები პირდაპირ ურტყამს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, მის „ჩრდილოვან ფლოტს“ და იმ ქსელებს, რომლებიც მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის წინააღმდეგ უწყობენ ხელს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა უფრო ფართო, 21-ე სანქციების პაკეტზე. ყოველი ახალი ზომა რუსეთს მოქმედების სივრცეს უმცირებს. ციფრებიც ბევრის მთქმელია — დასავლურმა სანქციებმა რუსეთს უკვე დაახლოებით 1-დან 1.3 ტრილიონ ევრომდე ზარალი მიაყენა. აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს," — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა შეზღუდვები დაუწესა 7 ფიზიკურ და 21 იურიდიულ პირს, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უწყობენ ხელს.
სანქცირებულთა შორის არიან დრონებისა და სხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიები. მათ შორისაა "ლავოჩკინის კვლევისა და წარმოების ასოციაცია", რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია
"როსკოსმოსმა" დააფუძნა, ასევე რუსული კომპანიები "რუსტაქტი", ASFPV და IONOS.
სანქციები შეეხო ორ ჩინურ კომპანიასაც — Shenzhen Minghuaxin-სა და Xinxiang Richful Lubricant Additive Company-ს, რომელიც ჩინეთში საპოხი დანამატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორია.
ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ ასევე ERA-ს სამხედრო ინოვაციების ტექნოპოლისი და მოწინავე კვლევების ფონდი, რომლებიც რუსეთის მთავრობამ სამხედრო დანიშნულების თანამედროვე უპილოტო სისტემების განვითარების მიზნით შექმნა.
ცალკე ბლოკი ეხება რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტს", რომლის მეშვეობითაც მოსკოვი სანქციების გვერდის ავლით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს. სანქციები დაუწესდა ორ პირსა და 24 კომპანიას, რომლებიც რუსეთთან, ლიბერიასთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, აზერბაიჯანსა და ჰონგ-კონგთან არიან დაკავშირებული.
ევროკავშირმა ასევე დაასანქცირა 10 პირი და ერთი ორგანიზაცია, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, ჩართულნი არიან საგარეო ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) საქმიანობაში. მათ შორის არიან ანატოლი კუზიჩევი, კირილ ფედოროვი, რომან ანტონოვსკი და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთ "კრიმსკაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი მარია ვოლკონსკაია.
გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთში მცხოვრები სოციალური მედიის ინფლუენსერი ალექსანდრა ჯოსტი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი გიორგი შევკუნოვი, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, აქტიურად მონაწილეობს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, მათ შორის ისეთი ნარატივების პოპულარიზაციაში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ამართლებს.
საბჭომ ასევე დაასანქცია კულტურული ინიციატივების საპრეზიდენტო ფონდი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ბრძანებულებით შეიქმნა.
ახალი სანქციები შეეხო ალექსეი ნავალნის საქმესაც.
ალექსეი ნავალნის 2024 წლის თებერვალში მოწამვლასთან დაკავშირებით, 2026 წლის 16 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ერთ ორგანიზაციასა და 15 ფიზიკურ პირს. მათ შორის არიან რუსი მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ნავალნის დევნაში, მოწამვლასა და გარდაცვალებაში მონაწილეობდნენ.
სანქციები ასევე შეეხო კომპანია IPJSC NTK-ს, რომელიც მოსკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობდა სახის ამოცნობის სისტემის შექმნაზე. ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული სისტემა გამოიყენებოდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ოპოზიციური აქტივისტებისა და იმ მოქალაქეების მონიტორინგისა და დაკავებისთვის, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიოდნენ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის წინააღმდეგ.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ კიდევ ერთი წლით, 2027 წლის 23 ივნისამდე, გაახანგრძლივა ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დაწესებული სანქციები.
ევროკავშირმა განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს. მათი თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უცვლელი რჩება და რუსეთს კვლავ მოუწოდებენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე.
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები