ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია მიმდინარე პროცესებს უსამართლოდ, დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მას კრიტიკული აზრის დევნას უკავშირებს.
- "მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს
- "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
ქარტია ხაზს უსვამს, რომ გათავისუფლებული მედიასპეციალისტები მაღალი პროფესიონალიზმითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ნაბიჯი ემსახურება აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოო "მოსუფთავებასა' და მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლას. თავად ჟურნალისტების ნაწილიც მიიჩნევს, რომ მათი დევნა განსხვავებული პოზიციის გამო ხდება.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა "სათქმელის" წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ გამოცემა "ბათუმელებთან" კომუნიკაციაში გათავისუფლებები მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა. მან განმარტა, რომ მის გუნდს ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და სხვა მიზეზების გამო ბევრი გადაცემის გაუქმება მოუწია.
ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურებ", — წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ, არხის სარედაქციო ხაზი რადიკალურად შეიცვალა და დაემორჩილა პარტიულ დღისწესრიგს. კრიტიკულად მოაზროვნე კადრებისგან ეტაპობრივი გათავისუფლების პროცესი კი, სავარაუდოდ, ახლა ბოლო ტალღას გადის.
ქარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის ხელმძღვანელობას მეტი გამჭვირვალობისა და სამართლიანობისკენ მოუწოდებს.
"კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს", — აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მედიაწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის 14 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია "მედიაჩეკერს" არხის დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ დაუდასტურა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ "აჭარის ტელევიზიიდან" 5 თანამშრომელი — ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე გაათავისუფლეს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები