"იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
დღეს ცნობილი გახდა, რომ "აჭარის ტელევიზიიდან" 5 თანამშრომელი — ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მედიაჩეკერმა" გაავრცელა. მოგვიანებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილი მიიღო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გაბრიელა კვაჭანტირაძემაც.
მაია მერკვილაძე, რადიოს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი
რადიოს საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა რედაქტორმა, მაია მერკვილაძემ NEWS.On.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ მაუწყებელში რეორგანიზაციის პროცესი 3 თვის წინ გამოცხადდა, ტელევიზიის მენეჯმენტი თავდაპირველად აცხადებდა, რომ რეორგანიზაცია დუბლირებულ პოზიციებსა და შემოქმედებით გადაცემებს შეეხებოდა, რის გამოც საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მის კრიტიკულ პოზიციებსა და წინა წლებში ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან არსებულ სასამართლო დავას უკავშირდება. ის გეგმავს, პირადად შეხვდეს არხის დირექტორს, ირაკლი კიკვაძეს არგუმენტების მოსასმენად, რის შემდეგაც გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა სასამართლოს.
"სამი თვის წინ გამოცხადდა რეორგანიზაცია. შევხვდით დირექტორს და გვაინტერესებდა, რა მოლოდინი უნდა გვქონოდა რეორგანიზაციის შემდეგ. დირექტორმა გვითხრა, რომ ცვლილებები ძირითადად შეეხებოდა ისეთ პოზიციებს, სადაც დუბლირებული იყო საქმიანობა და შემოქმედებით გადაცემებს, რადგან შემოქმედებითი გადაცემების გარე წარმოებაზე გატანას აპირებდნენ.
სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელთან მე წინა წლებში დავაც მქონია და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მაინცდამაინც მორჩილებით არ გამოვირჩევი, მაინც არ მქონდა მოლოდინი, რომ "რეორგანიზაცია" საინფორმაციო სამსახურს შეეხებოდა და ისიც რადიოს საინფორმაციო სამსახურს, თუმცა ჩემი პოზიციების გამო მინიშნებები ამ წლების განმავლობაში ყოველთვის იყო. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება და არა სხვა რამეს. მე მინდა შევხვდე დირექტორს და ვკითხო კომპეტენციასთან დაკავშირებით ჰქონდათ ჩემთან პრობლემა, თუ სხვა რამესთან იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობა არავისთანაა დუბლირებული და არც შემოქმედებითი გადაცემაა საინფორმაციო სამსახური. ამიტომ მაინტერესებს მისი უშუალო პასუხი, ახსნა-განმარტება. ვიმსახურებ მაუწყებელში ცხრაწლიანი საქმიანობის შემდეგ იმას, რომ გავიგო რატომ გამიშვეს.
ვიმსახურებ მაუწყებელში ცხრაწლიანი საქმიანობის შემდეგ იმას, რომ გავიგო რატომ გამიშვეს"
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, აპირებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ჟურნალისტი მაია მერკვილაძე აცხადებს, რომ "პირველ რიგში შეხვდება დირექტორს და შემდეგ გადაწყვეტს".
"პირველ რიგში მინდა შევხვდე დირექტორს და მოვისმინო მისგან არგუმენტაცია, შემდეგ გადავწყვეტ [სასამართლოში დავას დავიწყებ თუ არა]. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელთან რამდენიმე წლის წინ დავა წავაგე, მაინც ვთვლი, რომ ეს პროცესები რაღაც სურათს აჩვენებს და რაღაცაზე მეტყველებს, თუნდაც სასამართლოზე. მოვიფიქრებ, მოკლედ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული", — განაცხადა მაია მერკვილაძემ.
ირინა ყურუა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "სათქმელის" ყოფილი წამყვანი და რედაქტორი
NEWS.On.ge აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დათხოვნილ კიდევ ერთ თანამშრომელს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "სათქმელის" ყოფილ წამყვანსა და რედაქტორს, ირინა ყურუასაც ესაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა რეორგანიზაცია გამოაცხადა, არხზე ყველა პირდაპირი ეთერი და გადაცემა, მათ შორის მისი პროექტიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეაჩერეს. ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას იმ მოტივით ამართლებდა, რომ ტელევიზიასა და რადიოში არსებული სტრუქტურა "უცნაური, არასტანდარტული და მედიისთვის შეუსაბამო" იყო, რის გამოც მრჩეველთა საბჭოს წინაშე ყველაფრის თავიდან გადაწყობის საჭიროება დააყენეს.
ირინა ყურუა ხაზს უსვამს, რომ ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაცია "ნულს ქვემოთ" იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან პირადად მოითხოვა დირექტორთან შეხვედრა და იკითხა, რა კონკრეტული პრეტენზიები ან შენიშვნები ჰქონდა სპეციალურად შექმნილ კომისიას მისი გადაცემის მიმართ, ხელმძღვანელობისგან მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი პასუხები მიიღო.
"ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ გამოაცხადეს რეორგანიზაცია და ყველა თანამშრომელს გვამცნეს. ფოსტაზე წერილიც მოგვწერეს და მესამე თვეა ახლა ეს პროცესია. რაც რეორგანიზაცია გამოცხადდა, ყველა გადაცემა გაჩერდა, რაც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ჩემი გადაცემაც მათ შორის, უკვე მესამე თვეა არ გაგვიკეთებია. ვიყავით ასე სრულ გაურკვევლობაში. ჯერ ველოდით, რომ ახალი სტრუქტურა დამტკიცდებოდა და მერე იქნებოდა რაღაცა ინდივიდუალური შეხვედრები.
ახალ ხელმძღვანელობას ჰქონდა ამბიცია, რომ რაღაცნაირად გადაელაგებინათ ტელევიზია და რადიო. ამბობდნენ, რომ ყველაფერი იყო შეუსაბამო, მედიისთვის აბსოლუტურად უცნაურად მოწყობილი, რაღაც არასტანდარტული. ყველაფერი დაიწუნეს, რაც დახვდათ ტელევიზიაში და რადიოში. საზოგადოებრივ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს [ხელმძღვანელობამ] ზუსტად ეს უთხრა, რომ ყველაფერი გასამართია ამ ტელევიზიაში, თუმცა უცნაური ის არის, რომ ზუსტად ამ შემადგენლობის მრჩეველთა საბჭო წინა ორ დირექტორს ბიუჯეტსაც უმტკიცებდა, ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა და უცებ, ამ ახალმა ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა თურმე, რომ ტელევიზიაში და რადიოში ყველაფერი თავდაყირაა და სტრუქტურა არის მთლიანად გასამართი.
მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან იყო ნულს ქვემოთ, ერთადერთხელ მომეცა მე საშუალება გავსაუბრებოდი დირექტორს და მოადგილეს და ვიკითხე, კონკრეტულად ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით რა პრეტენზია ჰქონდათ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რა კრიტიკა გამოთქვა, რა დაიწუნა, რა რეკომენდაცია გაიცა. კონკრეტული პასუხი არ და ვერ მივიღე. ახლა არაო, ეს რეკომენდაციებიც კი ზოგადიაო და მერე გაგაცნობთო. მე მაინც მოვითხოვე, რომ კონკრეტულად გამაცანით ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციები-მეთქი და პასუხი არ ჰქონდათ და უცებ, დღეს, აი, ელექტრონულ ფოსტაზე ჩამოგვირიგეს საბოლოო გადაწყვეტილებების წერილები", —აცხადებს ირინა ყურუა.
მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან იყო ნულს ქვემოთ"
მისი თქმით, ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთების გარეშე სამსახურიდან დათხოვნა "აბსოლუტურად გაუგებარია და ეს ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს". ირინა ყურუა დარწმუნებულია, რომ მომხდარს არანაირი კავშირი არ აქვს პროფესიულ წუნთან. მისი თქმით, ეს არის იმ მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება, რომელიც აჭარის მაუწყებელში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ დაიწყო და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების სრულ ჩახშობას. ყურუა ღიად აცხადებს, რომ მისი გადაცემის დახურვის რეალური მიზეზი ხმამაღალი კრიტიკა, თემატური მრავალფეროვნება და განსხვავებული აზრია, რაც "პარტიული ნომენკლატურისთვის" მიუღებელი იყო.
"მეექვსე ადამიანი დაგვემატა, გაბრიელა კვაჭანტირაძე, ეს გოგოც გაუშვეს ტელევიზიიდან. სხვები უბრალოდ არ ვიცი და არც ის ვიცი, ამით დასრულდა ეს პროცესი, თუ კიდევ ვიღაცებს გაათავისუფლებენ. ყველა ადამიანთან დაკავშირებით ვწუხვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით იმათთან დაკავშირებით მაქვს გულისტკივილი, პროფესიული სოლიდარობა და მხარდაჭერა, ვინც ქმნიდა ჟურნალისტურ პროდუქტს. გამოცდილება, თეორიული, პრაქტიკული გვაქვს და უცებ ხელაღებით, ყველანაირი პროფესიული არგუმენტის, დასაბუთების გარეშე, მშრალად რომ მოგწერენ ფოსტაზე, რომ თქვენთან კონტრაქტი შეწყდა, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და, რა თქმა უნდა, ეს ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს და ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრება.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროფესიონალურად დაიწუნეს ჩემი გადაცემა იმიტომ, რომ კომისიამ როგორ შეაფასა ერთადერთი შერჩეული გადაცემა და ამით განზოგადებული გადაწყვეტილება როგორ გამოიტანა, ესეც უკიდურესად არაპროფესიონალურია. არანაირი ახსნა და არგუმენტი, რომ სტანდარტებს არ შეესაბამება გადაცემა, რაღაცას არღვევს ან მსგავსი რამ არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს მაფიქრებინებს იმაზე, რომ გრძელდება შევიწროების, ანგარიშსწორების ტალღა, რაც აჭარის ტელევიზიაში ახლა კი არა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ დაიწყო, როცა ეტაპობრივად ან პირდაპირ უშვებდნენ კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებს სამსახურიდან, ან უზღუდავდნენ სამუშაო სივრცეს, ჩამოაქვეითებდნენ და ასე შემდეგ.
და ახლა ზუსტად ესე მოხდა, რადგან ერთადერთი არგუმენტი, რაც მაქვს კონკრეტულად ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით არის ის, რომ ამ გადაცემაში ძალიან ხმამაღალი იყო კრიტიკა, განსხვავებული მოსაზრებები, თემატური მრავალფეროვნება, რაც არ იყო მისაღები ბევრი პარტიული ადამიანისთვის. ეს ზუსტად ვიცოდი. მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი იმიტომ, რომ უკვე რამდენი წელია, ასე, ჩემს ირგვლივ ტრიალებენ, ნელ-ნელა მაგრძნობინებდნენ ხოლმე, რომ ჩემი გადაცემა ახლა აჭარის მაუწყებელზე არ უნდა გადიოდეს. ჩემეული ახსნა ერთადერთია — ეს ნიშნავს იმას, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტები მაუწყებელს ამ ეტაპზე არ სჭირდება, არ სჭირდებათ კრიტიკულად მოსაუბრე სტუმრები, არ სჭირდებათ ის სტუმრები, ვინც უხერხულია ალბათ პარტიული ნომენკლატურისთვის. სხვა ახსნა მე არ გამაჩნია", — აცხადებს ირინა ყურუა.
ირინა ყურუა აცხადებს, რომ აუცილებლად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას და სასამართლოში იბრძოლებს როგორც საკუთარი, ისე კოლეგების დარღვეული უფლებებისთვის. მისი თქმით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტები მინიმუმ იმას მაინც იმსახურებდნენ, რომ მენეჯმენტს მათთვის დასაბუთებული არგუმენტები მიეწოდებინა, ხოლო რადგან არხის ხელმძღვანელობამ ისინი ამის ღირსადაც არ ჩათვალა, ბრძოლა სასამართლო დარბაზში გაგრძელდება.
ვფიქრობ, იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან, რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები"
"რა თქმა უნდა ვაპირებ, რომ ჩემი უფლებები სასამართლოში დავიცვა. უბრალოდ, უცბად ვერ გეტყვით როგორ და რა ფორმით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ. ახლა მე, ჩემს ფუნქციასაც ამაში ვხედავ, რომ ჟურნალისტმა უნდა იბრძოლოს საკუთარი და სხვისი დარღვეული უფლებების დასაცავად და მეც მგონია, რომ ამ ყველა სივრცეს, სადაც კი შესაძლებელი იქნება, გამოვიყენებ იმისთვის, რომ მინიმუმ სამართლიანობა ყველასთან მიმართებაში აღდგეს და უსამართლოდ არავინ დაკარგოს სამსახური. ვფიქრობ, იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან, რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები", მოსაშორებელი ეთერიდან და კონკრეტულად ჩვენ, მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების მქონე პერსონებთან რა პრეტენზიები ჰქონდათ, არგუმენტები მაინც უნდა მივიღოთ. როცა ამის ღირსადაც არ გვთვლიან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას, ცხადია, სამართლებრივი გზით", — განაცხადა ირინა ყურუამ.
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია
-
მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
-
ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
გადახედვა
-
შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
გადახედვა
-
აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან
კომენტარები