რა არის ფუნქციური დეპრესია
ფოტო: Pinterest
ალბათ ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ტყუილი, რომელსაც ზრდასრულ ასაკში საკუთარ თავს ან სხვებს ვეუბნებით ხოლმე ისაა, რომ კარგად ვართ და ყველაფერს ვართმევთ თავს.
გარედან თუ შეხედავ, ყველაფერი მართლაც რიგზეა: სამსახურში საქმეს კარგად და დროულად ასრულებ, მეილებს პასუხობ, შაბათ-კვირასაც ახერხებ გარეთ გასვლას. მოკლედ, პროდუქტიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და კომპლიმენტებსაც იღებ — როგორ გადასარევად ართმევ ყველაფერს თავს. შენ კი თავი თაღლითი გგონია.
იმიტომ, რომ, როგორც კი სახლის კარს მოიხურავ, შეიძლება ტანსაცმლიანად დაემხო საწოლს და ერთი საათი უბრალოდ ჭერს უყურო და სხვა არაფრის ენერგია გქონდეს.
ფოტო: Pinterest
ამ მდგომარეობას ფუნქციურ დეპრესიას ეძახიან. მისი მთავარი ხაფანგი ისაა, რომ გარშემო ვერავინ ხვდება, რა გჭირს. ჩვენ ხომ გვგონია, რომ დეპრესია აუცილებლად ბნელ ოთახში წოლას და ტირილის ნიშნავს. აქ კი ყველაფერი პირიქითაა — მუშაობ, მოძრაობ, გეგმებს ასრულებ, მაგრამ ისე, რომ ვერაფერს გრძნობს.
პირველი, რაც ამ დროს ქრება, მოლოდინის განცდაა — საქმეები, რომლებიც ადრე ინტერესს გიჩენდა, ახლა უბრალოდ მოსანიშნი პუნქტებია შესასრულებელი საქმეების სიაში. აღარც წარმატება გიხარია და შაბათ-კვირაც აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ ორშაბათისთვის ძალები აღიდგინო. თითქოს, ავტოპილოტით ცხოვრობ.
და ეს არ არის უბრალოდ მძიმე პერიოდი, რომელიც გაივლის. მდგომარეობაა, რომელიც თვეები, ზოგჯერ წლები გრძელდება ისე, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ გადაეჩვიე ნორმალურ ყოფნას. თითქოს გავიწყდება კიდეც, როგორია, როცა რაღაც გულწრფელად გიხარია ან გაინტერესებს.
ფოტო: Pinterest
ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვამუნათებთ ხოლმე — თითქოს ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ვიყოთ. გვგონია, რომ რადგან საწოლიდან წამოდგომას და მუშაობას ვახერხებ, წუწუნის უფლებაც არ გვაქვს.
სინამდვილეში, ის, რომ რაღაცას თავს ართმევ, საერთოდ არ ნიშნავს, რომ კარგად ხარ. ფუნქციონირება ცხოვრება არ არის.
თუ ის შეგრძნებები და მდგომარეობა ნაცნობია, რაც აღვწერე, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. აუცილებლად ითხოვე დახმარება და გახსოვდეს, რომ სრულიად ნორმალურია ხანდახან საკუთარ თავს მხრების ჩამოყრის და ცუდად ყოფნის უფლება მისცე.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები