ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კოალიცია — ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ზურა ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის ვითარების ნორმალიზებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
"იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ს ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება [...] ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ს ინტერესებზე — ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით [...]
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს 10-წლიან ვიზას იძლეოდნენ, დღეს კი 1-თვიანი ვიზა რომ აიღო, აშშ-ში ერთი შესვლით, დეპოზიტზე 15 000 დოლარი უნდა გქონდეს. ურთიერთობა ასეთი გაუარესებულია. ამ ყველაფერზეც იყო ლაპარაკი", — განაცხადა ჯაფარიძემ (მის სიტყვას "ტაბულა" ავრცელებს) .
სახდეპის წარმომდგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამაც. მან აღნიშნა რომ ამერიკის ინტერესი საქართველოში მხოლოდ ეკონომიკური არ არის და ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით.
"შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკული ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია ამ ქვეყანაში, ასე არ არის და ვერც იქნება. პირველ რიგში, ეს ინტერესი განისაზღვრება ქართველი ხალხის პოზიციით, რომელიც თავსებადი არ არის ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან. შეუძლებელია გატარდეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესი იქ, სადაც რუსული ნება ხორციელდება იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ უნდა, შესაბამისად, ეს ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდა, ის ამას ეწინააღმდეგება, ეს მისი დავალებაა, ჩემი აზრით. ამ ვიზიტზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ეს ამბავი. ამიტომ, როცა საუბარი მიდის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტების და პოლიტიკური აქტორების, მაგრამ იმ წინაპირობების გარეშე, რაც დემოკრატიის მთავარ საბაზისო პრინციპებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური პროექტიც. ქვეყანაში, სადაც ელემენტარულად სასამართლო არ არის, სადაც პოლიტიკური დესტაბილიზაციაა ხელისუფლების მიერ მართული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მძევლად აყვანის მეშვეობით, უბრალოდ, არცერთი ინვესტორი არ შემოვა, მითუმეტეს ამერიკელი. ამიტომ, ამის მოგვარება რომ ერთადერთი გზით ანუ რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების გვერდზე გაწევით არის შესაძლებელი, ეს ჩვენც ვუთხარით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ მათაც ესმით", — განაცხადა ნიკა გვარამიამ (IPN).
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ სახდეპის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია აქვთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "ვანიშვილის რეჟიმზე წნეხი გაძლიერდება".
"ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები დალაგდნენ, ივანიშვილის ტერმინით რომ ვისაუბროთ, რეჟიმთან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. მიხარია, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ჩვენი პოზიცია და ამ კუთხით მნიშვნელოვანია 26 მაისს გამართული აქცია ამ კონტექსტში, რადგან, კიდევ ერთხელ, ყველა ხედავს, რომ ქართველი ხალხი აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.
ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხი გაძლიერდება, მაგრამ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი — ქართველი ხალხის ბრძოლა და ალიანსის სტრატეგია — ფართო მასშტაბიანი პროტესტის ორგანიზება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ესენი კი აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე — პოლიტიკური პატიმრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გათავისუფლება, დრაკონული კანონების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აშშ-ს სახელმწიფოს აქვს ტრადიციული ინტერესები რეგიონში, ეს არის სტრატეგიული ინტერესების თანხვედრა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში, აშშ-ს გაზრდილ გავლენას შავი ზღვის რეგიონში", — თქვა გიგა ლემონჯავამ (IPN).
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაცია ქვეყანაში 24 მაისს ჩამოვიდა და ვიზიტს 29 მაისამდე გააგრძელებს.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები