ნიკა გვარამია: მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, 26 მაისის აქციაზე თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან
"მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან", — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსი არ აპირებს შეცვალოს ორი თვის წინ დაანონსებული გეგმები თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მიუხედავად უწყებების უარისა ტექნიკისა და სცენის განთავსებაზე, ხვალ 26 მაისს, 19:00 საათზე, შეიკრიბებიან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მარშით რუსთაველზე წავლენ და "ბოლომდე შეეცდებიან ადგილზე შეიტანონ ტექნიკა, დაამონტაჟონ სცენა, ეკრანები და სრულფასოვანი აქცია გამართონ.
"მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო ალიანსის სახელით ხვალინდელ აქციაზე. ხვალ 26 მაისია — ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში ზოგადად. ვფიქრობთ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული მოტივაცია გვაქვს ყველას, რომ შევიკრიბოთ და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. საქმე იმაშია, რომ აქცია უკვე 2 თვეა დაანონსებულია. მასზე მუშაობს ოპოზიციური ალიანსი, უამრავი სხვა ადამიანი. რამდენიმე დღის წინ. უკვე, ალბათ, ორი დღის წინ თბილისის მერიამ გვიპასუხა რომ რუსთაველი გადაკეტილი იქნება და იქ რეალურად აქციის გამართვა არ მიაჩნია მიზანშეწონილად. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. ასევე უარი გვითხრა ტექნიკის გადაადგილებაზე: გახმოვანების, ეკრანების, სცენის და ა.შ იგივე პასუხი მოვიდა გუშინწინ შსს-დან, მაგრამ გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველი ცარიელი იქნება ჭანტურიას ქუჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს არის "მერიოტთან" ჩასახვევი. იქ არაფერი იქნება. ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, რომელიც თავად განაცხადა გუშინ შსს-მ, რომ გადაკეტილი იქნება და ცარიელი. ეს ტერიტორია ეკუთვნის მოქალაქეებს. ეს ტერიტორია ტრადიციულად არის პროტესტის გამოხატვის ადგილი თბილისში, ზუსტად რუსთაველის გამზირია ისტორიულად საპროტესტო ადგილი, მოყოლებული საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან, როცა ზუსტად რუსთაველის გამზირზე დაიშალა საბჭოთა კავშირი. ასევე ვაპირებთ რეჟიმის ჩამოშლას ჩვენი უწყვეტი, ძალიან პრინციპული პროტესტით. ჩვენში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები. [პროტესტი], რომელიც მიმდინარეობს 500 დღეზე მეტია და 26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე პროტესტის გადაყვანას, რაც მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას.
ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო: ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც 2 თვეა ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია. იმის გამო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და უამრავ საქართველოს მოქალაქეს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას. იმიტომ რომ ეს გვეკუთვნის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს, არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს.
მოვუწოდებ პრჭყალებში ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით და გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, უკანონობაზე ყოველთვის არსებობს პასუხი. შეიკავოს თავი ყველამ ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს და ვალდებულებებს ჩვენი სამშობლოს წინაშე", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური ალიანსის მოთხოვნას 26 მაისს აქციის გამართვასთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს IPN ავრცელებს. მათ განმარტებით, "განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან".
"წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან — მათ შორის არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამასთან, განცხადებაში არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები", — განაცხადეს 23 მაისს შსს-ში (IPN).
26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განმარტავს, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის სქემები შეცვლილია, ქუჩები დატვირთულია და აქედან გამომდინარე დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა.
"თქვენს 2026 წლის 22 მაისის NCA0041260907846 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან პ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე.
თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით", — აღნიშნულია მერიის მიერ ორგანიზატოებისთვის გაგზავნილ განცხადებაში
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები