საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყების ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰაგას შორის გამართულ შეხვედრაზე გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
"15 მაისს, კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას, ანდრი სიბიჰას შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ანდრეი სიბიჰამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოჭორიშვილთან შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.
მისივე თქმით, განიხილეს ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, 2 ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები