Atlantic Council: ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ აზერბაიჯანს იარაღის მიყიდვას სთავაზობს
აშშ-ის ადმინისტრაცია, ბელარუსთან წარმატებული "სამუშაო მოდელის" შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ახალი დიპლომატიური ინიციატივისთვის ემზადება. საუბარია ე.წ. "დიდ გარიგებაზე", რომელიც აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზე დაწესებული აკრძალვის (სექცია 907) გაუქმებასა და სანაცვლოდ, ბაქოს ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრებისა და სომეხი ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს. ამის შესახებ Atlantic Council წერს.
ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსთან მიღწეული შეთანხმებით 500-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ უკვე შეძლო. ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი გარიგება აზერბაიჯანთან გაცილებით ნაკლებ რისკებს შეიცავს და აშშ-ისთვის სტრატეგიულად მომგებიანია.
ბაქოს მთავარი მოთხოვნა ვაშინგტონთან ურთიერთობაში "თავისუფლების მხარდაჭერის აქტის" 907-ე სექციის გაუქმებაა, რომელიც 1992 წლიდან აზერბაიჯანისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას კრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები ყოველწლიურად აჩერებენ ამ მუხლის მოქმედებას, მისი საბოლოო გაუქმება ბაქოსთვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლური გამარჯვება იქნება.
Atlantic Council-ის სტატიაში აღიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის გააქტიურება 2025 წლის აგვისტოს ვაშინგტონის სამიტსა და 2026 წლის თებერვალში ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის რეგიონულ ვიზიტს უკავშირდება. ვენსი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოსანი გახდა, რომელიც ერევანსა და ბაქოს ეწვია.
ერევანში ვენსმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში, მილიარდობით დოლარის დახმარება დააანონსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბაქოში მხარეები თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, როგორც Atlantic Council წერს, კონკრეტული "დიდი გარიგება" სწორედ ახლა მწიფდება.
მათივე ცნობით, გარიგების დრო შემთხვევითი არ არის. 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. ნიკოლ ფაშინიანი პრორუსული ძალების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანის მიერ მაღალი პროფილის სომეხი ტყვეების გათავისუფლება არჩევნების წინ ფაშინიანის პოზიციებს გაამყარებს და გზას გაუხსნის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სექცია 907-ის გაუქმების სანაცვლოდ, აშშ ითხოვს: ანტიკორუფციული აქტივისტის, გუბად იბადოღლუს, "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ჟურნალისტების გათავისუფლებას და ყარაბაღში დაკავებული სომეხი ტყვეების დაბრუნებას.
შეთანხმების შედეგად, ბაქო იღებს ლეგიტიმაციას აშშ-ის კონგრესისგან და იარაღის შესყიდვის უფლებას. ვაშინგტონი კი აძლიერებს პოზიციებს ირანისა და რუსეთის მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორთან და იწერს ჰუმანიტარულ გამარჯვებას. ერევანი იბრუნებს მოქალაქეებს და აღწევს სტაბილურობას რეგიონში.
Atlantic Council-ის ცნობით, ამ გეგმის განხორციელება თეთრი სახლისგან დიპლომატიურ ოსტატობას, ხოლო კონგრესისგან საკანონმდებლო კრეატიულობას მოითხოვს, თუმცა 2026 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, რესპუბლიკელებისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ქულა გახდეს.
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები