საუკეთესო სანახაობა შენ წინაა — Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
ფოტო: თეგეტა
ადამიანები ცხოვრებისეული დროის 90%-მდე შენობების შიგნით ატარებენ და გარე სამყაროს სწორედ ფანჯრებიდან აღიქვამენ. თუმცა იმაზე, თუ რა ჩარჩოში ხედავენ ამ სამყაროს, იშვიათად ფიქრობენ. სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემს დაეფუძნა Steelcraft-ის ახალი კრეატიული კამპანია, რომელიც კრეატიულ სააგენტო Quick-თან კოლაბორაციით მომზადდა. საუკეთესო სანახაობა შენ წინაა — ამ სლოგანით კომპანია საზოგადოებას პოლონური ბრენდის Aluprof-ის პროდუქტებს: ფასადებსა და ალუმინის სისტემებს უფრო ახლოს აცნობს.
კამპანიის მთავარი ვიდეო ოთხ სხვადასხვა სიტუაციას აერთიანებს — მაყურებელი თავდაპირველად ფიქრობს, რომ კადრები ტელევიზორის ეკრანზე გადის, თუმცა კამერის მოძრაობასთან ერთად ხვდება, რომ ეს ცოცხალი ხედებია, რომლებსაც პერსონაჟი ფანჯრიდან ან ვიტრაჟიდან ხედავს.
ირაკლი ცაგარეიშვილი, Steelcraft-ის დირექტორი: “კამპანიას ემოციური დატვირთვა აქვს და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ვიტრაჟის, როგორც ფუნქციური და ესთეტიკური ელემენტის, მნიშვნელობის წარმოჩენაა. სახლის მშენებლობის პროცესში ვიტრაჟი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მომხმარებლები ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ის უშუალოდ აისახება ცხოვრების ხარისხსა და გამოცდილებაზე. ამ კამპანიით გვინდა, ვაჩვენოთ, რომ ის, რასაც ფანჯრიდან ვუყურებთ, არანაკლებ საინტერესო სანახაობაა, ვიდრე ეკრანზე გადმოცემული შინაარსი. ვიტრაჟი არის ერთგვარი ჩარჩო ჩვენს ცხოვრებასა და გარე სამყაროს შორის — ისევე, როგორც ნახატის ჩარჩო, განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ კადრს“.
Aluprof ალუმინის სისტემების წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ბრენდია. პოლონური კომპანია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამოირჩევა. ბრენდის პროდუქტი მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და ინდუსტრიულ შენობებზე მორგებულ სხვადასხვა ვიტრაჟებს. Steelcraft-მა Aluprof-თან პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კომპანია ბრენდის ოფიციალური პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეული პროექტის დიზაინის, წარმოებისა და ინსტალაციის პროცესში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამონტაჟო სამუშაოები პოლონელი ინჟინრების ზედამხედველობით მიმდინარეობს.
“Aluprof-თან თანამშრომლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პროდუქტის ხარისხი. ვიტრაჟი ასობით დეტალისგან შედგება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი ევროპული წარმოებისაა. ასევე აღსანიშნავია პოლონელი კოლეგების უშუალო ჩართულობა პროექტირებისა და მონტაჟის ფაზებში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტი ცალკეა გათვალისწინებული საოფისე და ინდუსტრიული შენობებისთვის და ცალკე — საცხოვრებელი სახლებისთვის, შესაბამისად, Aluprof-ის ხაზი ფარავს ნებისმიერი ტიპის ობიექტის მოთხოვნებს“, — აღნიშნავს ირაკლი ცაგარეიშვილი.
Steelcraft სამშენებლო კომპანია Gravita-ს შვილობილია. კომპანია იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ იდეებს აერთიანებს, რომლებითაც ალუმინის ფასადებისა და კარ-ფანჯრების ინდუსტრიაში ბაზარზე მორგებულ, მოთხოვნად პროდუქტს ქმნის. Steelcraft-ის სერვისები მოიცავს სრულ ციკლს — პროექტირებას, გადამუშავებას, მონტაჟს. გარდა ალუმინის ვიტრაჟებისა, Steelcraft ასრულებს ნებისმიერი სირთულის ვენტილირებადი ფასადის სამუშაოებს. წარმოების სიზუსტეს კი გერმანული ბრენდის, Elumatec-ის დანადგარები უზრუნველყოფს. Steelcraft-ის მიზანია ხარისხიანი მომსახურებით პროექტებს სრულყოფილება, უნიკალურობა და მიმზიდველობა შესძინოს, იყოს არქიტექტორებისა და ინვესტორების საიმედო პარტნიორი. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ახალი კამპანიაც — Steelcraft მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ ვიტრაჟებსა და ფასადურ სისტემებს, არამედ აერთიანებს ხარისხს, კომფორტსა და ესთეტიკას.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები