RSF: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21 პუნქტით ჩამოქვეითდა
საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) რეიტინგში 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა.
2025 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში წინა წელთან შედერებით 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე იყო. ამჟამად საქართველო 135-ე ადგილზეა რეიტინგში.
"ოფიციალური ჩარევა ასუსტებს მედიის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო კვლავ მტრულია დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ხოლო ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა იზრდება. "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო მარგინალიზებს ჟურნალისტებს, აყენებს მათ ცენზურის რისკის ქვეშ და მნიშვნელოვნად ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს," — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
მედიაგარემო საქართველოში
ორგანიზაციის განცხადებით, მედიაგარემო ერთდროულად მრავალფეროვანიც არის და ძლიერ პოლიტიკურად პოლარიზებულიც. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის მთავარი საინფორმაციო წყაროა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შემთხვევაში, რომელმაც მფლობელის შეცვლის შემდეგ სარედაქციო ხაზი შეცვალა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ჩარევას. გაფართოებული რეგულაციური უფლებამოსილებები ხელისუფლებას აძლევს მედია შინაარსის უფრო მკაცრად გაკონტროლების შესაძლებლობას, რაც ზრდის ცენზურის რისკს. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან, ბეჭდური მედიის მკითხველობა კლებულობს, ხოლო ონლაინ მედიის აუდიტორია იზრდება.
პოლიტიკური კონტექსტი
ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება 2024 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებიც ფართოდ გასაჩივრდა. პოლიტიკური გარემო ხასიათდება ხანგრძლივი არასტაბილურობითა და რეპრესიებით, რაც ქმნის ნიადაგს მედიის პოლიტიკურ კონტროლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას, მსხვილი მედია ქსელები, როგორც წესი, პოლიტიკურად დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიასაც, რომელიც ძლიერი ჩარევის ქვეშაა — ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს კრიტიკულ მედიასთან კომუნიკაციაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას.
სამართლებრივი ჩარჩო
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაციები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მედიის პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებელი წინა რეფორმების საპირისპიროდ, მიღებულ იქნა რეპრესიული "უცხოელი აგენტების" კანონი, რომელიც მედიის დირექტორებსა და მმართველი ორგანოების წევრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში პატიმრობასაც ითვალისწინებს. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები კრძალავს მაუწყებლების უცხოურ დაფინანსებას და ზრდის რეგულატორის უფლებამოსილებას, რომელიც მაუწყებლობის შინაარსის სიზუსტესა და მიუკერძოებლობას აფასებს. ამ რეგულატორის დამოუკიდებლობა სერიოზულად არის სადავო. გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებებმა ასევე შეასუსტა ჟურნალისტური წყაროების დაცვის მექანიზმები.
სოციოკულტურული კონტექსტი
ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართული საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი სოციალური დაძაბულობით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია, LGBTQ+ უფლებები და რუსეთის გავლენა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტიკაზე. ჟურნალისტები, რომლებიც ამ სენსიტიურ თემებს აშუქებენ, აწყდებიან გაზრდილ შევიწროებასა და ზეწოლას. მეთვალყურეობის პრაქტიკა და სამართლებრივი შეზღუდვები არღვევს წყაროების კონფიდენციალურობას, რაც კიდევ უფრო აფერხებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ზღუდავს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების გაშუქებას.
უსაფრთხოება
"ჟურნალისტები ხშირად ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების მსხვერპლი, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დაძაბულობასა და პროტესტებს უკავშირდება. ჟურნალისტებზე ძალადობა გაძლიერდა, ხოლო ამ დანაშაულების გამოძიება ხშირად არაეფექტიანია, რაც დაუსჯელობის გარემოს ამყარებს. უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცა და ფართოდ ავრცელებს თვითცენზურას," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები