დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. მშობლები პოლიციის მხრიდან "უკანონო მითითებებზე" საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, აღნიშნულიდან გამომდინარე, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას სთხოვენ, რომ განახორციელონ რეაგირება პოლიციის ჩამოთვლილ ქმედებებზე და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. თანამედროვე მედიკამენტებს და მრავალმხრივ კვლევებს, რომლებსაც ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, საქართველოში ეს სერვისები მიუწვდომელია და სახელმწიფო მათ არ აფინანსებს. დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღე ვატარებთ აქციებს სახელმწიფო კანცელარიის წინ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამალს და მკურნალობის დაფინანსებას.
ჩვენი აქციები არის სრულიად მშვიდობიანი და მიმდინარეობს ღია საზოგადოებრივ სკვერში, რომელიც 70-100 მეტრით დაცილებულია შენობებისგან და გზისგან. მიუხედავად ამისა, ადგილზე მუდმივად მობილიზებული პოლიცია გვიკრძალავს, რომ შევიტანოთ კარვები, პუფები და ბალიშები. 27 აპრილს ასევე აგვიკრძალეს პლედების შეტანა, თუმცა მას შემდეგ რაც მშობლებმა ეს პლედები ცალ - ცალკე დავიკავეთ ხელში, შემდეგ დაგვრთეს მათი შეტანის უფლება.
24-საათი ღია ცისქვეშ ხის სკამებზე (რომლებსაც არ აქვთ მისაყუდებელი) ამ ნივთების გარეშე მშობლების მუდმივად ყოფნა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთლობას. 27 აპრილს ერთ-ერთი მშობელი ამ პირობებში ყოფნის გამო მართლაც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.
გარდა ამისა, 20 აპრილის აქციაზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს არ მისცეს კანცელარიის მისაღებში შესვლის უფლება რათა თავად მოეთხოვათ პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე.
პოლიციის მითითებები არის სრულიად უკანონო. არ არსებობს საზოგადოებრივ სკვერში ამ ნივთების შეტანის აკრძალვის არანაირი საფუძველი. პოლიციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა(სსკ. 161-ე მუხლი), დისკრიმინაცია (სსკ. 142-ე მუხლი), თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ. 333-ე მუხლი).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ განახორციელოთ რეაგირება პოლიციის აღნიშნულ ქმედებებზე და უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა" — ნათქვამია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაში.
იხილეთ დამატებით ინფორმაცია ბმულზე დიუშენით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების შესახებ: დიუშენის სინდრომი
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
კომენტარები