დღეს, 22 ივნისს, ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტის შემოსასვლელში მუსიკალური პერფორმანსი მოაწყო.

ჰანგ დრამით მუსიკალური ნომრის შესრულებამდე, პლენარულ სხდომაზე, ხაჩიძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ დახმარებოდნენ ერთ ახალგაზრდას, რომელიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.