ისლანდია "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს ეძებს და მას $50 ათასს სთავაზობს — აი, რატომ
ფოტო: flickr/Edwin de maria
თუკი სამეგობროში ფოტოს გადაღებას არავინ განდობს ხოლმე, გამოუვალ მდგომარეობაში კი, სულ მცირე, 100 ფოტოს გაღებინებენ, რომ ერთმა მაინც ივარგოს, სწორედ ის ყოფილხარ, ვისაც ისლანდიაში მოუთმენლად ელოდებიან.
მოკლედ, ისლანდიის ავიახაზებს ვაკანსია აქვს. კომპანია Icelandair ეძებს "ძალიან ცუდ" ფოტოგრაფს, რომელიც კუნძულოვან ქვეყანაში 10 დღით გაემგზავრება და მოგზაურობას ფოტოსურათებზე აღბეჭდავს. შეთავაზება მოიცავს მოგზაურობის ხარჯების სრულად ანაზღაურებას, ამასთან, გათვალისწინებულია ბონუსი $50 ათასის ოდენობით.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
იმისათვის, რომ ეს დაუჯერებელი შეთავაზება გერგოს, უნდა დაამტკიცო, რომ მართლა საშინელი ფოტოგრაფი ხარ. უფრო ზუსტად, სავალდებულო მოთხოვნაა, რომ არ გქონდეს პროფესიონალური ფოტოგრაფობის გამოცდილება და არც ფოტოგრაფიის სწავლისადმი ინტერესი არ გაგაჩნდეს. თუმცა, დაუფიქრებლად უნდა შეგეძლოს ფოტოების გადაღება ტელეფონით ან სამოყვარულო კამერით. ცხადია, უნდა გიყვარდეს მოგზაურობა და ლაშქრობაც.
რაც შეეხება ოფიციალურ მოთხოვნებს, ასაკით უნდა იყო 21 წელზე მეტის, უნდა გქონდეს მოქმედი პასპორტი, შეგეძლოს გამგზავრება ისლანდიაში, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში. ამასთან, არ უნდა გქონდეს დანაშაულებრივი წარსული.
აპლიკაციის შესავსებად, საჭიროა, ჩაწერო მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეო, სადაც მოჰყვები, რატომაა ეს ვაკანსია შენთვის ზედგამოჭრილი. ამასთან, ცალკე უნდა უპასუხო ექვს მარტივ შეკითხვას:
- როგორ შეაფასებდი საკუთარ ფოტოგრაფიულ უნარებს?
- როგორი გამოდის ხოლმე შენი ფოტოები მეგობრების ნამუშევრებთან შედარებით?
- რამდენად კარგად ფლობ ინგლისურ ენას?
- რა რეაქცია აქვს ხალხს შენი ფოტოების ნახვისას?
- მოგზაურობისას თუ კურიოზი გადაგხდა, როგორ იქცევი?
- რამდენად კომფორტულად გრძნობ კამერის წინ თავს?
რატომ ეძებენ ცუდ ფოტოგრაფს?
მოგზაურობის დიდი მოყვარული რომც არ იყო, უთუოდ გეცოდინება, რომ ისლანდია, გეიზერების, ვულკანებისა და ჩრდილოეთის ციალის მიწა, არაამქვეყნიური სილამაზით გამოირჩევა. Icelandair-ის შეთავაზების მიზანიც სწორედ ამის დამტკიცებაა.
"გვინდა, ყველას ვაჩვენოთ, რომ ისლანდიის ბუნებრივი სილამაზე ისეთი თვალწარმტაცია, ყველაზე საშინელი ფოტოებიც კი ვერაფერს აკლებს", — აცხადებს კომპანიის ბრენდმენეჯერი, გუდრუნ ჰარალდსდოტირი, — "ფოტოები ბუნდოვანი გამოგდის? საშინელ კომპოზიციას არჩევ ხოლმე? ყველა კადრში შენი ცერი მოჩანს? აი, ზუსტად ეგეთ რაღაცებს ვეძებთ. გვინდა, ნამდვილი მომენტები აღბეჭდო, ყოველგვარი ფილტრისა და დამუშავების გარეშე".
როდის გაემგზავრება იღბლიანი ცუდი ფოტოგრაფი ისლანდიაში?
მოთხოვნების მიხედვით, ამ წლის ივნისში 10 დღის გამოთავისუფლება უნდა შეგეძლოს. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა კი 30 აპრილი გახლავს.
ჰო, მართლა — შეთავაზებით დაინტერესებულ ადამიანებს კომპანია ურჩევს, უცაბედი პოპულარობისთვის მზად იყვნენ, რადგან ცუდი ფოტოგრაფის ნამუშევრებს გლობალური კამპანიის ფარგლებში გამოიყენებენ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები