ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევის პარტია ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მკაფიო უმრავლესობით იმარჯვებს. როგორც DW წერს, ეს არის ყველაზე დიდი შედეგი ერთი პოლიტიკური ძალისთვის 1997 წლის შემდეგ.
ეს გამარჯვება ზრდის მოლოდინს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისისა და არასტაბილური კოალიციური მთავრობების ეპოქა დაასრულოს.
"პროგრესულმა ბულგარეთმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს არის იმედის გამარჯვება უნდობლობაზე, თავისუფლების გამარჯვება შიშზე,“ — განაცხადა რადევმა.
არჩევნების შედეგებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ტრადიციულ პოლიტიკურ ძალებს. მეორე ადგილზე გასულმა GERB-მა, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი ბოიკო ბორისოვი ხელმძღვანელობს, ხმათა მხოლოდ 13.4% დააგროვა. მნიშვნელოვნად დასუსტდა ასევე DPS და სხვა პარტიები, რომლებიც წინა კოალიციაში იყვნენ წარმოდგენილი.
ამასთან, პირველად პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ, ბულგარეთის სოციალისტური პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამომრჩევლის განწყობას ცვლილებებისკენ.
არჩევნების პარალელურად დაფიქსირდა დარღვევების არაერთი შემთხვევაც. ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამოიღო 1.2 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც სავარაუდოდ ხმების მოსყიდვას უნდა მოხმარებოდა და დააკავა ასობით პირი. თუმცა, როგორც შსს-მ აღნიშნა, ხმების მოსყიდვის შესახებ ყველაზე მეტი საჩივარი GERB-ისა და DPS პარტიის მიმართ დაფიქსირდა.
მიუხედავად ძლიერი მანდატისა, რადევს სერიოზული გამოწვევები ელოდება. მის მთავარ ამოცანებს შორისაა — ინფლაციის შემცირება, 2026 წლის ბიუჯეტის მიღება და სასამართლო სისტემის რეფორმა. თუმცა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის მას სხვა პარტიების მხარდაჭერა მაინც დასჭირდება.
ექსპერტების შეფასებით, საზოგადოებაში ორი მთავარი მოლოდინია: სამართლის აღდგენა და სტაბილურობა.
ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რადევის პოზიციები სადისკუსიო თემად უკვე იქცა. არჩევნების პერიოდში მან თავი შეიკავა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებების გაკრიტიკებისგან და არ გამორიცხა მოსკოვთან დიალოგიც, რაც ამომრჩეველთა ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს.
ამ ეტაპზე ბულგარეთი ძლიერი ერთპარტიული მმართველობის პირობებში ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშეა. თუმცა, მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება: შეძლებს თუ არა რუმენ რადევი ამ მანდატის გამოყენებას სტაბილურობისა და რეალური ცვლილებების მისაღწევად?
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები