ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას

20 Apr. 2026, 12:04

"დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთით ყოველ ორშაბათს 17:00 სახელმწიფო კანცელარიის წინ და ასევე ყოველდღიურ პროტესტში, რათა სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვცა მითითება რომ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში კარვები არ გავშალოთ და 24 საათიანი პროტესტის ვადა შევამციროთ.
ეს მითითება არის არაკონსტიტუციური და უკანონო. სახელმწიფო კანცელარიის წინ მდებარე ტერიტორია არის სკვერი, სადაც ხალხის შეკრება და პროტესტი არავის არაფერში ხელს არ უშლის. კიდეც რომ უშლიდეს, სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების მშობლებს გვაქვს ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამიტომ დღეს სამ საათზე ამ მითითებებს სასამართლოში გავასაჩივრებთ. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს რომ მოვიდეს აქციაზე და დაიცვას ჩვენი უფლებები.

პარალელურად, შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში პოლიციის უკანონო მითითებებზე და მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას შეკრება მანიფესტაციის უფლების განხორციელების ხელის შეშლის გამო (სსკ. 161-ე მუხლი).

მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაგვითმოს დრო, მოიწვიოს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და მოვისმინოთ ხელისუფლების პასუხი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…