ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
როგორ მოიქცეოდი, ერთ დღესაც რომ შენს მისაღებ ოთახში სხვადასხვა ეპოქის სამოსში გამოწყობილი უცხო ადამიანები აღმოაჩინო, მერე კი გაიგო, რომ მათ მხოლოდ შენ ხედავ, რადგან, რეალურად, კაი ხნის წინ გარდაცვლილები არიან?
ფოტო: BBC One
ზებუნებრივ არსებებზე კომედიები თუ გიყვარს, უთუოდ გეცოდინება ბრიტანული სერიალი Ghosts ("მოჩვენებები"), რომელიც რამდენიმე წლის წინ BBC-მ გადაიღო. სერიალი მთელ მსოფლიოში ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი ანალოგი არაერთ ქვეყანაში შექმნეს: ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთშიც კი.
ყველა ქვეყნის ვერსიას სიუჟეტის მსგავსი, ჟანრულ კლიშედ ქცეული სტარტი აერთიანებს: ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად გადადის ძველისძველ, უზარმაზარ სახლში, სადაც — სწორად მიხვდით — მოჩვენებები ბინადრობენ. თუმცა, საქმე ისაა, რომ ამ სულებს მხოლოდ გოგო ხედავს, ისიც მას შემდეგ, რაც ლამის თავადაც მოკვდება. მოჩვენებები არიან ისინი, ვინც სიკვდილის შემდეგ ვერც სამოთხეში ვერ მოხვდნენ და ვერც — ჯოჯოხეთში, ამიტომ, დედამიწაზე "გაიჭედნენ" და მარადისობის იმ ადგილას გატარება მიესაჯათ, სადაც დაიღუპნენ.
ორიგინალ სერიალს დახვეწილი ბრიტანული იუმორი გამოარჩევს, მაგრამ ყველა ქვეყნის ვერსია თავისებურად საინტერესო და განსხვავებულია, რადგან თითოეული მათგანი ისტორიული და კულტურული ალუზიებითაა გაჯერებული. თავად მოჩვენებებიც სწორედ მოცემული ქვეყნის ისტორიის ცნობილ მონაკვეთებთან თუ მოვლენებთან არიან დაკავშირებულები. მაგალითად, ბრიტანულ ვერსიაში ვხვდებით მე-17 საუკუნეში კუდიანობაში დადანაშაულებული და კოცონზე დამწვარი ქალის მოჩვენებას (რომელსაც, რატომღაც, სახე გამურვია), ამერიკულ ვერსიაში კოლონიზაციის პერიოდის ინდიელი და ვუდსტოკის ფესტივალზე ნარკოტიკული თრობის ქვეშ გარდაცვლილი ჰიპი არიან, ბერძნულ ვერსიაში კი — ქალღმერთ ათენას თაყვანისმცემელი, ანტიკურ ქიტონში გამოწყობილი თეოფანია.
Ghosts ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტკომი გახდა და გასაკვირი არაა, რომ ყურებისას სულ მეფიქრებოდა, როგორი იქნებოდა მისი ქართული ვერსია? ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები — ისინი, ვინც, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვან ისტორიას ასახავდნენ, მეორე მხრივ კი, თანამედროვე საქართველოს ტრაგიკომიკურ სურათს წარმოაჩენდნენ?
სანამ ქართველი მოჩვენებების შემადგენლობას წარმოგიდგენთ, განვსაზღვროთ მთავარი პერსონაჟებიც — ქეთა და ბექა, რომლებმაც ეს-ესაა, ძველი სახლი იქირავეს...
1. ზეზვა — დმანისელი ადამიანი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა ჩვენს დრომდე 1,7 მილიონი წლით ადრე
გარდაიცვალა ნადირობისას, ცხოველის თავდასხმის შედეგად
მოჩვენებების ყველა ვერსიაში (ამერიკულისა და ავსტრალიურის გარდა), ვხვდებით პრეისტორიული ხანის სულს, რომელიც მილიონი წლის შემდეგაც შეუჩვეველია ცივილიზაციას. და ვინ იქნებოდა პირველი ქართველი (და ევროპელი!) მოჩვენება, თუ არა ჰომო გეორგიკუსი, რომელსაც, მისი ცნობილი წარმომადგენლის მსგავსად, ზეზვა ერქმეოდა და ქვის განუყრელი იარაღი ეჭირებოდა ხელში. აი, მის მზიას კი რა ბედი ეწია, ამას ცალკე ეპიზოდი დაეთმობოდა.
2. დალი — კოლხი ასული
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა ძვ.წ. X საუკუნეში
გარდაიცვალა ინფექციური დაავადებით
"ასაკით" მეორე ყველაზე უფროსი მოჩვენება დალი იქნებოდა — ძველი ეგრისის სამეფოს მკვიდრი, მეფის კართან დაახლოებული დიდგვაროვანი, რომელსაც სახელი ქართული მითოსის ქალღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. დალი მითური ამბების მომსწრეც იქნებოდა და სხვა მოჩვენებებს ალბათ ტვინს გაუბურღავდა არგონავტების ისტორიის მეათიათასედ მოყოლით და იმით დაკვეხნებით, რომ მედეა მისი დაქალი იყო, ოღონდ მართლა!
3. მამამზე — ციხისთავი დიდი თურქობის დროში
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XI საუკუნეში
გარდაიცვალა თურქ-სელჩუკთა ლაშქართან ბრძოლაში
როცა მარადისობაში დრო გაქვს გასაყვანი, სხვა რა დაგრჩენია, ან სხვების მოყოლილ ამბებს უნდა უსმინო, ან თავად უნდა მოჰყვე ისტორიებს. ჰოდა, როცა დალი გულს იჯერებდა ლეგენდების თხრობით, მამამზე გაიხსენებდა ხოლმე თავისი წარმატებული სარდლობის ამბებს, ფეოდალური საქართველოს მძიმე ყოველდღიურობას და, ვინ იცის, იქნებ დავით აღმაშენებლის ბავშვობასაც კი...
4. ქაიხოსრო — რომანტიკოსი პოეტი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში
გარდაიცვალა დუელში
რომანტიკოსი პოეტების სულებს სხვა ქვეყნების ვერსიებშიც ვხვდებით, ამიტომ, ქართული მოჩვენებები ქაიხოსროს გარეშე ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა. დიდი სახელებისგან განსხვავებით, მას ცხოვრებაში აღიარება არ ღირსებია, ასე რომ, თავის პოეზიას ჯერ სხვა მოჩვენებებს წაუკითხავდა, სახლში წყვილის გადმოსვლის შემდეგ კი შეეცდებოდა, ლექსები ქეთასთვის ეკარნახა და სიკვდილის მერე მაინც ექცია კრებულად.
5. ოლღა — პუბლიცისტი და ქალების უფლებებისთვის მებრძოლი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში
გარდაიცვალა ტუბერკულოზით
ქაიხოსრო წერით გატაცებული ერთადერთი მოჩვენება როდი იქნებოდა?! მეტიც, კრებულის გამოცემის იდეას მას ოლღა მიაწვდიდა, რომელიც სანდომიანი, XIX საუკუნის ყაიდის არისტოკრატი ქალი გახლავთ ჩიხტიკოპით თავზე. იგი სიცოცხლეში სხვადასხვა გაზეთში ფსევდონიმით გამოაქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და ქალებისთვის უფლებების მოსაპოვებლად იბრძოლებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოესწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
6. ბორისი — თავგამოდებული კომუნისტი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 1980-იან წლებამდე
გარდაიცვალა კიბეზე დაგორებით
ვისთან ექნებოდა ოლღას ყველაზე დაძაბული ურთიერთობა, თუ არა კომუნისტური პარტიის გამორჩეულ წევრთან, უხიაგ და ყველაფრით უკმაყოფილო ბორისთან, რომელიც მისი სიკვდილიდან მალევე დაბადებულა. ბორისი ყველაზე ხანდაზმულ ასაკში გარდაცვლილი ქართველი მოჩვენება იქნებოდა, რომელსაც, ამავდროულად, ყველაზე აუტანელი ხასიათი გამოარჩევდა. იგი საბჭოეთის აღსასრულს არ მოსწრებია, მაგრამ მოჩვენებად ქცეულიც, ხელიდან არ გაუშვებდა შანსს, თანამედროვეობა და კაპიტალიზმი გაელანძღა.
7. ლალი — ქართულის მასწავლებელი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 2000-იან წლებამდე
გარდაიცვალა ინსულტით
ბორისთან კამათში ოლღას ყოველთვის მხარს აუბამდა ლალი, რომელიც სიცოცხლეში მხურვალე პატრიოტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სიკვდილის შემდეგ კი ყველაზე მეგობრული და მზრუნველი მოჩვენება იქნებოდა. როგორც არაამქვეყნიური ნებისყოფის პატრონს, რომელსაც დროც თავზე საყრელად აქვს, არ დაეზარებოდა და ზეზვას წერა-კითხვას ასწავლიდა, მერე კი, ქაიხოსროს კრებულის რედაქტორობასაც ითავებდა.
8. ზაზა — დამრტყმელი-პურისმჭამელი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 2010-იან წლებამდე
გარდაიცვალა გულის შეტევით
დაბოლოს, ყველაზე "ახალგაზრდა" მოჩვენება — ანუ ბოლოს გარდაცვლილი — მუშაობაზე მეტად ქეიფით გადაღლილი ზაზა იქნებოდა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ მოიშლიდა დროსტარებისა და ტაში-ტუშის სიყვარულს, მაგრამ რადგან სუფრას ვეღარ მიუჯდებოდა, ალბათ ქეთას სთხოვდა, უბრალოდ, დარდიმანდული სიმღერები ჩაერთო. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ზაზას ალბათ ჩვენი ქვიზებიც ეყვარებოდა...
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები