ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
ფოტო: Henry Aldridge and Son Ltd
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აუქციონზე ტიტანიკის კატასტროფას გადარჩენილი ადამიანის კუთვნილი სამაშველო ჟილეტი იყიდება.
უნიკალური ექსპონატი გასაყიდად ამ უქმეებზე გამოვა. აუქციონერები ამ მოვლენას "თაობაში ერთხელ" მომხდარ შანსს უწოდებენ. ბრიტანული აუქციონის სახლის, Henry Aldridge and Son-ის ვარაუდით, ჟილეტის ფასი 250,000-დან 350,000 ფუნტ სტერლინგამდე ($474,000-მდე) ავა.
ეს სამაშველო ჟილეტი პირველია ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის კუთვნილ ნივთებს შორის, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოტანილა
ფოტო: Henry Aldridge and Son Ltd
სამოსი ლორა მეიბელ ფრანკატელის ეკუთვნოდა, რომელიც ისტორიული ლაინერის პირველი კლასის მგზავრი იყო. შეგახსენებთ, რომ ტიტანიკი ზუსტად 114 წლის წინ, სწორედ ამ კვირაში ჩაიძირა.
როდესაც ხომალდი 1912 წლის 10 აპრილს რეისში გავიდა, ის უდიდესი სამგზავრო გემი და "ჩაუძირავად" მიჩნეული ობიექტი იყო. თუმცა, სულ რაღაც ოთხ დღეში, 14 აპრილს, 23:40 საათზე, ატლანტის ოკეანეში აისბერგთან შეჯახების შემდეგ, ტიტანიკის სადებიუტო მოგზაურობა საერთაშორისო ტრაგედიად იქცა. გემი სამ საათზე ნაკლებ დროში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი დაახლოებით 2,220 ადამიანიდან მხოლოდ 700-მდე გადარჩა — ხომალდზე უბრალოდ არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები.
ლორა მეიბელ ფრანკატელი (შემოხაზული) სამაშველო ნავის სხვა გადარჩენილ მგზავრებთან ერთად. ბორტზე მყოფი 2,220 ადამიანიდან მხოლოდ 700-მდე გადარჩა
ფოტო: Henry Aldridge and Son Ltd
ფრანკატელი მოდის დიზაინერ ლუსი დაფ გორდონის მდივანი იყო. ის ჩიკაგოში თავის დამსაქმებელთან და მის მეუღლესთან ერთად მგზავრობდა. სამივე მათგანმა გადარჩენა ნომერ პირველ სამაშველო ნავში მოხვედრით მოახერხა. კრემისფერ ჟილეტზე, რომელიც კორპით შევსებული 12 ჯიბისგან შედგება, დატანილია თავად ფრანკატელისა და იმავე ნავით გადარჩენილი სხვა პირების ავტოგრაფები.
აუქციონის სახლის მმართველმა დირექტორმა, ენდრიუ ოლდრიჯმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა:
"ეს სამაშველო ჟილეტი კოლექციონერებისთვის მართლაც უპრეცედენტო შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან 114 წელი გავიდა, ბორტზე მყოფ თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია ჰქონდა. ჩვენს წინაშეა 2,200-ზე მეტი ამბავი და დღეს ამ ისტორიებს სწორედ ასეთი ნივთების მეშვეობით ვყვებით".
ამ დრომდე ჟილეტი ბელფასტის ტიტანიკის მუზეუმსა და ტენესის შტატში მდებარე მსოფლიოს უდიდეს თემატურ მუზეუმში იყო გამოფენილი. ნივთის ამჟამინდელმა მფლობელმა კი გადაწყვიტა, რომ "ესტაფეტა სხვა კოლექციონერს გადასცეს".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები