ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიჰყიდა
სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" შემდეგ, ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკიც" გაყიდა. ბიზნესმენმა თავისი ბანკი "ბაზისბანკს" მიჰყიდა". "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" 95.99%-იანი წილის შეძენის შემდეგ, "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი დავით ცაავა "ლიბერთი ბანკშიც" იმავე პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად მიიღეს. მიუხედავად მენეჯმენტის ცვლილებისა, ბანკები ოპერაციულად მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
"მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები — ლიბერთი ბანკში. მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში", — ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად დავით ცაავა, რომლის საბანკო კარიერა 2004 წლიდან "ბაზისბანკს" უკავშირდება, განხორციელებულ ტრანზაქციას ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების შესაძლებლობად აფასებს:
"აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით. ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა ცაავამ.
ბანკში მიიჩნევენ, რომ ორი ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები აქვთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზებას. BM.GE წერს, რომ 2025 წლის ფინანსური შედეგებით, "ბაზისბანკის"აქტივები 4.9 მლრდ ლარს, ხოლო "ლიბერთი ბანკის" 5.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ორივე ბანკმა გასულ წელს ჯამურად 250 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგება დააფიქსირა. ამ გარიგებით სრულდება მოლაპარაკებების პროცესი, რომლის შესახებაც "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში საუბრობდა.
- ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
- ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
შეგახსენებთ, მანამდე სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა სამთავრობო "ტელე-იმედი" გაყიდეს. ამის შესახებ ირაკლი რუხაძე სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, "პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი "იმედთან" დამშვიდობებაა".
როგორც რუხაძის წერილიდან ვიგებთ, ტელე-იმედის 50%-იანი წილი "პრაიმ მედია გლობალმა" იყიდა. 50% კი გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები