პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
ფოტო: GT
პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პლასტმასის ბოთლების აკრძალვას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაცია სხვა ქვეყნებში არ არსებობს და ეს აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ წარმოების ხარჯებს, გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებს, და საბოლოო ჯამში გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე.
მისივე განმარტებით, "ეს იქნება სიგნალი ყველა პოტენციური ინვესტორისთვის, რომ აქ ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს სრულიად უაზროდ და, შეასაბამისად, ამ ქვეყანაში ფულის ჩადება რისკია". ზურა ჯაფარიძემ ასევე დაწერა, რომ ამ აკრძალვის მიზეზის ზუსტად დადგენა რთულია, თუმცა " გარემო რომ არაფერ შუაშია, ცხადია."
"ამ 20 ლიტრიან პლასტიკის ბოთლებზე კი გავერთეთ, მაგრამ 2 სიტყვა სერიოზულადაც რომ ვთქვათ:
— მსგავსი რეგულაცია არ არსებობს არსად, არცერთ ქვეყანაში. ამასთან მიახლოებულიც კი არ არსებობს არსად, მათ შორის არც ჩვენზე ბევრად მდიდარ და ეკოლოგიაზე უაღრესად ზედმიწევნით მზრუნავ ქვეყნებში;
— თუ ეს აკრძალვა შევიდა ძალაში (არ წაიღეს უკან), მწარმოებლებს რომლებიც ახლა იყენებენ PET-ს (პლასტიკს), მოუწევთ შუშაზე გადასვლა. მაგრამ შუშა ა) ძვირია, ბ) მსხვრევადია გ) მისი ტრანსპორტირება ძვირია. ეს ნიშნავს გაზრდილ წარმოების ხარჯებს, გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებს, და საბოლოო ჯამში გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე;
— მსხვილ მწარმოებლებს (ბორჯომი, კოკა-კოლა, ნაბეღლავი და სხვა) ათობით მილიონი აქვთ დახარჯული PET-ზე დაფუძნებულ საწარმოო ხაზებში. ახლა ეს ხაზები ან უნდა ჩანაცვლდეს სხვა ხაზებით (რაც დამატებით ინვესტიციას მოითხოვს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ შუშის ბოთლებზე დაფუძნებული საწარმოო ხაზი შედარებით ნელია) ან უბრალოდ გამოუსადეგარი ხდება ადგილობრივი ბაზრისთვის;
— ეს იქნება სიგნალი ყველა პოტენციური ინვესტორისთვის (რომლებიც ისედაც აღარ გვყავს) რომ აქ ეკონომიკური თამაშის წესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს სრულიად უაზროდ და, შეასაბამისად, ამ ქვეყანაში ფულის ჩადება რისკია.
რატომ შეიძლება აკეთებდნენ ამას, 100%-იანი სიზუსტით თქმა რთულია. გარემო რომ არაფერ შუაშია, ცხადია. ან ვიღაცას/ვიღაცეებს სჯიან/აშინებენ/გაწეწვას უპირებენ ან ვიღაცის პინგვინმა პლასტმასის თავსახური გადაყლაპა და ეს სიგიჟე მისი მორიგი დილის ხუშტურია", — დაწერა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან — პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
აკრძალვა არ ვრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის გაზირებულ სასმელებზე.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები