თიბისი IT აკადემიის 2 ახალი პროექტი — პრაქტიკული შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის
ფოტო: TBC
ტექნოლოგიების სფეროში განათლების მიღება, დროის სვლასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ინდუსტრიის სწრაფი ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას ცდილობენ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისი IT აკადემიის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. როგორც თიბისი IT აკადემიის ლიდი თათა ანჯაფარიძე აღნიშნავს, მისი მთავარი მოტივაციაც სწორედ ესაა და ბოლოს განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი პროექტი ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება.
"გვინდა, სტუდენტებმა მიიღონ რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვქმნით ინიციატივებს, როგორებიცაა სტუდენტური Meet-up-ები და Cross-Collaboration პროექტები, სადაც ისინი ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიურ პრაქტიკებს, მუშაობენ მრავალფუნქციურ გუნდებად და გადიან პროდუქტის შექმნის სრულ ციკლს.
გვჯერა, რომ ასეთი ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს თავდაჯერებას, აცნობს ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად უმარტივებს ტექნოლოგიურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმას. მიღებული გამოცდილება ახალ თაობას ტექნიკურ კომპეტენციებთან ერთად, უყალიბებს სისტემურ აზროვნებას, ეფექტური კომუნიკაციისა და სწრაფი ადაპტაციის უნარს, რომლებიც დღეს ტექ.ინდუსტრიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია", — ამბობს თათა.
აღნიშნულმა პროექტებმა ასობით სტუდენტი გააერთიანა და მათ ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება მისცა.
სტუდენტური Meet-up-ების სერია — გზა ტექნოლოგიურ კარიერამდე
თიბისი IT აკადემიის მიერ ინიციირებული სტუდენტური შეხვედრების სერია მიზნად მომავალი თაობის IT პროფესიონალებისთვის აქტუალური ტექნოლოგიური ცოდნის, კარიერული განვითარების რჩევებისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას ისახავდა.
ფოტო: TBC
სერიის ფარგლებში, ჩატარდა 4 შეხვედრა, რომელსაც 400-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრებს თიბისი IT მიმართულების ლიდებთან ერთად, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებიც უძღვებოდნენ.
ინტერაქციული შეხვედრების მიმდინარეობისას, მონაწილეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ, რომელთაც ინდუსტრიის გამოცდილი პროფესიონალები პასუხობდნენ. ვორქშოპების ფარგლებში, სტუდენტებმა იმუშავეს CV-ის და LinkedIn-ის პროფილების გაუმჯობესებაზე, მიიღეს პრაქტიკული რჩევები და ლაივ ინტერვიუს სიმულაციაშიც ჩაერთნენ.
რაც შეეხება ტექნიკურ მიმართულებას, ამ მხრივ, შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო Git-ისა და GitHub-ის მოწინავე პრაქტიკებს, Agile-ის პრინციპებს, Scrum-ის სტრუქტურასა და Atlassian-ის ინსტრუმენტების გამოყენებას თანამედროვე ციფრულ პროექტებში. მონაწილეებმა უკეთ გაიაზრეს, როგორია ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლების ყოველდღიურობა.
სერიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი AWS-ის ფიზიკური ვორკშოპი იყო, რომელიც Amazon-ის ჯგუფის წარმომადგენელმა ჩაატარა. შეხვედრაზე სტუდენტებმა მეტი გაიგეს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის გამოცდილებასა და მიდგომებზეც.
პროექტში ჩართული მარიამ ჭუბაბრია ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"Meet-up-ის ფარგლებში ჩატარებული პრაქტიკული სესიები ნამდვილად დამეხმარა კარიერული ნაბიჯების უკეთ დაგეგმვასა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. იმ საკითხების უმრავლესობა, რაც გვასწავლეს, მანამდე არ ვიცოდი, ამიტომ თითოეული ვორქშოპი ჩემთვის ახალი და ძალიან ღირებული გამოცდილება იყო", — აღნიშნავს ის.
Cross-Collaboration პროექტი — რეალური სამუშაო გარემოს სიმულაცია
აღნიშნულ შეხვედრებთან ერთად, თიბისი IT აკადემიამ კიდევ ერთი მასშტაბური ინიციატივა განახორციელა — 6-დღიანი, ჰაკათონის სტილის, Cross-Collaboration პროექტი, რომელიც სტუდენტური მარათონი იყო და თანამედროვე ტექნოლოგიური გუნდების მუშაობის სრულ ციკლს იმეორებდა.
ფოტო: TBC
პროექტში მონაწილეობა 150-მდე სტუდენტმა მიიღო, რომლებიც 15 მრავალფუნქციურ გუნდად დაიყვნენ. მონაწილეები 6 სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას წარმოადგნენ: Frontend, .NET Backend, Test Automation, DevOps, iOS და Android Development. პროექტი Agile-ისა და Jira-ს ვორკშოპით დაიწყო, რა დროსაც სტუდენტებმა საბაზისო ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიური ცოდნა მიიღეს.
შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები გუნდურად ქმნიდნენ MVP-ს — All-in-One Employee Engagement Platform-ს ვებ და მობილური ვერსიებით. პროექტი რეალურ ბიზნეს გამოწვევას პასუხობდა — ორგანიზაციებში მისკომუნიკაციასა და ღონისძიებების არაეფექტურ მართვას.
სტუდენტებმა საკუთარ თავზე გამოცადეს იდეის პროდუქტად ქცევის პროცესი მაშინ, როცა დროისა და რესურსებისა შეზღუდული პირობები გაქვს. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა, ყველა გუნდის მიერ წარდგენილი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად, შემოქმედებითობითაც გამოირჩეოდა.
დემო დღეზე გუნდებმა თავიანთი ნამუშევრები თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში წარადგინეს. პროექტების პრეზენტაციას თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ლიდები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს პროფესიული უკუკავშირი გაუზიარეს.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ანა რუსეცკი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკული ფორმატი მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.
"კურსის განმავლობაში ჩატარებული ყველა პრაქტიკული აქტივობა იყო შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი დარგის გამოცდილი სპეციალისტებს, გამეზიარებინა მათი გამოცდილება და შემესრულებინა რეალობასთან მიახლოებული პრაქტიკული სავარჯიშოები.
განსაკუთრებულად სასარგებლო იყო Cross-Collaboration პროექტი, რომელიც დამეხმარა მრავალფუნქციურ ტექნიკურ გუნდთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში და შესაძლებლობა მომცა, თანაგუნდელების დახმარებით შემექმნა რეალური პროდუქტი", — ამატებს ანა.
Cross-Collaboration-ის ინიციატივაზე მარიამ ჭუბაბრიაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ სოციალური უნარების განვითარებაშიც დაეხმარა და ასწავლა, როგორ მორგებოდა გუნდის სხვადასხვა წევრის განსხვავებულ სამუშაო სტილს ისე, რომ პროექტი სასურველ შედეგამდე ერთობლივად მიეყვანათ.
ამ პროცესში აღსანიშნავია ლექტორების გუნდის აქტიური ჩართულობაც. პროექტის განმავლობაში ისინი სტუდენტებს აქტიურ მენტორობას უწევდნენ, ეხმარებოდნენ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებდნენ, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც პროცესის მართვაში, ისე მონაწილეთა პროფესიულ განვითარებაში.
თიბისი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და განაგრძობს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას სჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში ტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები