სტრიმინგ გიგანტების გაერთიანება — HBO Max და Paramount+ ერთი პლატფორმა გახდება
ფოტო: Hollywood Reporter
Paramount-ის ინვესტორთა კრებაზე, გენერალურმა დირექტორმა, დევიდ ელისონმა, განაცხადა, რომ Paramount+ და HBO Max გაერთიანდება და ერთიან სტრიმინგ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.
"მომავალი წლების განმავლობაში ორივე კომპანიის სტრიმინგ პორტფოლიოს ერთ, უფრო ძლიერ პლატფორმაში გავაერთიანებთ," — განაცხადა ელისონმა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ამ ორ პლატფორმას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, ჯამში, 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
ეს სტრიმინგ პლატფორმების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაერთიანება იქნება. თუმცა, ერთიანი სერვისის პირობებში, 200-მილიონიანი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან ბევრ მომხმარებელს ორივე პლატფორმა აქვს გამოწერილი.
ფოტო: Justin Sullivan/Getty Images
გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, Paramount-ს 78.9 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ხოლო Warner Bros. Discovery-ს (HBO Max-ის მშობელი კომპანია) — 131.6 მილიონი.
შედარებისთვის, როდესაც Warner Bros. Discovery და Netflix შერწყმის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ, Netflix-ის გენერალურმა დირექტორმა, ტედ სარანდოსმა, განაცხადა, რომ HBO Max-ის გამომწერთა 80%-ს Netflix-ის ანგარიშიც აქვს. როგორც ცნობილია, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ ცოტა ხსნის წინ 325 მილიონს გადააჭარბა.
ფოტო: Netflix
HBO Max-ისა და Paramount+-ის გაერთიანებული სტრიმინგ პლატფორმა ორივე კომპანიის წამყვან ფრენჩაიზებს მოუყრის თავს — დაწყებული HBO Max-ის სატახტო თამაშებით და სოპრანოს კლანით, დასრულებული Paramount-ის Yellowstone-თა და Star Trek-ით.
ფოტო: HBO Max
ახალი, გაერთიანებული სტრიმინგ პლატფორმის სახელი ჯერჯერობით არაა ცნობილი. თუმცა ეს პროცესი, სავარაუდოდ, Warner Bros. Discovery-ს მორიგ რებრენდინგს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს, პლატფორმა კვლავ HBO Max-ად გადაკეთდა — მას შემდეგ, რაც ორი წელი მხოლოდ Max ერქვა, მანამდე კი — HBO Now-სა და თავდაპირველი HBO Max-ის ეტაპები გაიარა.
შერწყმის ფარგლებში, Paramount ტელეკომპანია CNN-საც შეიძენს, რომელიც ამჟამად Warner Bros. Discovery-ის მფლობელობაშია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები