კოკა მორგოშიას თქმით, რუსეთი ლევან ჯანგველაძეს "პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა", რაც ოთარ ფარცხალაძეს "აშფოთებდა"
თბილისის საქალაქო სასამართლოში "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მოწმის სახით პარტია ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბიზნესმენი კოკა მორგოშია დაიკითხა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ლევან ჯანგველაძეს "პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა", რაზეც ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს "შფოთვები ჰქონდა". მორგოშიას განმარტებით, ფარცხალაძის შეშფოთება გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მას "ეს მიმართულება დიდი ხანი უნდოდა".
"[ჯანგველაძე გავაფრთხილე] ფარცხალაძეც გაიგებს, რომ შენ ამას გთავაზობენ, არადა ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება-მეთქი [...]
ლევან ჯანგველაძე მეუბნებოდა, ოთარ ფარცხალაძეს ჩემთან დაკავშირებით ძალიან აქვს შფოთვებიო, ის ამაზე ღიად საუბრობდა. ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა. თბილისის ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ფარცხალაძეს, საბაჟოც მისი იყო, პროკურატურაც, პოლიციაც.
ლევანი კრიმინალური ავტორიტეტი არ ყოფილა, მაგრამ დაახლოებული იყო ადამიანებთან, ვინმეს რამე პრობლემა რომ ეთქვა, შეეძლო მოეკითხა. არ ჰქონდა არც ფინანსების პრობლემა. ეს იცოდა ოთარ ფარცხალაძემაც.
ოთარ ფარცხალაძე იყო მოსული ლევან ჯანგველაძის პანაშვიდზე, თუმცა მე არ შევხვედრივარ.
რაც შეეხება დავით მიქაძეს, მასთან კაზინოს ფულის გამო დაპირისპირებაზე თავად ლევანმა მომიყვა. მითხრა, რომ აპირებდა მანქანის ბრონირებასაც," — განაცხადა მორგოშიამ (წყარო ტვ პირველი).
მორგოშიას ჩვენების მიხედვით, ჯანგველაძემ უარი განაცხადა რუსეთის ფედერაციის შემოთავაზებაზე და თქვა, "ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალო".
"მე მითხრა ეს ამბავი ლევანმა. მე ვუთხარი, ჩემი აზრით, არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი," — თქვა მორგოშიამ.
გარდა ჯანგველაძის მკვლელობის საქმის დეტალებისა, მორგოშიამ სასამართლო პროცესზე ფარცხალაძესთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მორგოშიას განცხადებით, ყოფილ პროკურორთან მას შემდეგ დაეძაბა ურთიერთობა, რაც მან ტელევიზია "ალტ-ინფოს" წილი მოითხოვა.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა და მისი ლიკვიდაცია ძმებ მიქაძეებთან ერთად დაგეგმა. ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 29 დეკემბერს განაცხადა.
- შსს: ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ოთარ ფარცხალაძე-რომანოვმა დააორგანიზა
- ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: "ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული"
- ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა ტყვიისგან გამვლელი ფეხში დაიჭრა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები