ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც ოცნების ლიდერებზე მიზნობრივი სანქციების დაწესებას მოითხოვენ
ფოტო: ევროსკოპი
ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, სადაც 2025 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენებია განხილული. დოკუმენტი საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "ანგარიში მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისა და ძირითადი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს, მიესალმება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას, რათა შეაფასოს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას".
ამას გარდა, ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ მიზნობრივი პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
"ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2025 წლის კომისიის ანგარიშს საქართველოს შესახებ. ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, კანონის უზენაესობას და ევროპულ ინტეგრაციას.
ანგარიში ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა, წინა ანგარიშის შემდეგ. ყველა 9 პრიორიტეტის განხორციელებაში უკუსვლა შეინიშნება, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მმართველი პარტია ქართული ოცნება აგრძელებს თავის ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გამოყენებით. პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრეს ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების წინაშე დგანან. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა იხშობა სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობით, განსაკუთრებით, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი უახლესი ცვლილებებით, რომლებიც კრიმინალიზაციას უწევს უცხოური დაფინანსების მიღებას, მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი გახდა ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი, ხოლო ათობით დააკავეს და დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით. ანგარიში მხარს უჭერს ქართული ოცნების ხელმძღვანელობისა და ძირითადი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს, მიესალმება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას, რათა შეაფასოს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და სანქციებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებებისადმი თანხვედრის შემცირება და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
ამ ნეგატიურ გარემოში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის", — წერია დოკუმენტში.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო" დავით ნარმანია: "წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის მიზეზი "იმერეთის" ხაზზე ავარია იყო"
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა უკრაინამ მოსკოვთან და სანქტ-პეტერბურგთან მდებარე Wildberries-ის საწყობებს დაარტყა
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები