დღეს, 25 თებერვალს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენს — რა წერია დოკუმენტში?
დღეს, 25 თებერვალს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის ავტორი, საქართველოზე მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
ეს იქნება პირველი მოსმენა და დეპუტატებს შესწორებების შეტანის საშუალებაც ექნებათ. დოკუმენტზე ასევე მუშაობენ თანამომხსენებლები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან.
ანგარიშში წერია, რომ "ანგარიში მხარს უჭერს ქართული ოცნების ხელმძღვანელობისა და ძირითადი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს, მიესალმება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას, რათა შეაფასოს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას".
"ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2025 წლის კომისიის ანგარიშს საქართველოს შესახებ. ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, კანონის უზენაესობას და ევროპულ ინტეგრაციას.
ანგარიში ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა, წინა ანგარიშის შემდეგ. ყველა 9 პრიორიტეტის განხორციელებაში უკუსვლა შეინიშნება, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მმართველი პარტია ქართული ოცნება აგრძელებს თავის ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გამოყენებით. პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრეს ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების წინაშე დგანან. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა იხშობა სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობით, განსაკუთრებით, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი უახლესი ცვლილებებით, რომლებიც კრიმინალიზაციას უწევს უცხოური დაფინანსების მიღებას, მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე.
ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი გახდა ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი, ხოლო ათობით დააკავეს და დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით. ანგარიში მხარს უჭერს ქართული ოცნების ხელმძღვანელობისა და ძირითადი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს, მიესალმება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას, რათა შეაფასოს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების შესრულება და აღნიშნავს ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და სანქციებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილებებისადმი თანხვედრის შემცირება და ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
ამ ნეგატიურ გარემოში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის", — წერია დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები