"მუდმივად ჩვენზე ნუ ჰკითხავთ" — დენიელ რედკლიფი ახალი ჰარი პოტერის მსახიობებზე
დენიელ რედკლიფმა ScreenRant-სთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში თქვა, რომ მომავალში ჟურნალისტებმა მუდმივად არ უნდა ჰკითხონ ახალი ჰარი პოტერის მსახიობებს ძველი მსახიობების შესახებ. HBO-ს სერიალში მთავარი როლი დომინიკ მაკლაფლინმა მიიღო, ჰერმიონს არაბელა სტენტონი ითამაშებს, ხოლო რონის როლს ალასტერ სტაუტი შეასრულებს.
ასევე ნახეთ: ჰარი პოტერის სერიალი წიგნს (ცოტათი) გადაუხვევს — რა გავიგეთ პირველ სეზონზე
"როცა ეს ბავშვები შეარჩიეს, ინტერნეტში დაიწყო საუბარი, რომ ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ მათ", — თქვა რედკლიფმა — "თუ მართლა ასე ფიქრობთ, ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მუდმივად არ ჰკითხოთ ჩვენზე — ჩემზე, ემაზე და რუპერტზე. არ მინდა, რომ ამ ბავშვების ცხოვრებაში უცნაურ აჩრდილებად ვიყოთ. უბრალოდ აცადეთ, თავიანთ საქმეს მიხედონ, ეს სერიალი იქნება ახალი, განსხვავებული რამ. და დარწმუნებული ვარ, დომინიკი ჩემზე უკეთესიც იქნება".
რედკლიფმა გასულ წელს Good Morning America-ში გაამხილა, რომ მაკლაფლინს როლზე შერჩევის შემდეგ წერილი მისწერა. ახალგაზრდა მსახიობმა მოგვიანებით თქვა, რომ რედკლიფის მხარდაჭერის მიღება "შოკისმომგვრელი" იყო და “სიხარულისგან გაგიჟდა”.
"დომინიკს წერილი მივწერე და მანაც ძალიან თბილი პასუხი გამომიგზავნა", — თქვა რედკლიფმა — "არ მინდა, ამ ბავშვების ცხოვრებაში აჩრდილად ვიყო, მაგრამ მინდოდა მეთქვა: იმედი მაქვს, ყველაზე კარგად გაატარებ ამ დროს და ჩემზე უკეთესიც იქნება შენი გამოცდილება, მე ძალიან კარგი დრო ვატარე, მაგრამ იმედი მაქვს, შენ კიდევ უფრო უკეთესად გაერთობი. და მართლაც, ვხედავ მის და სხვა ბავშვების ფოტოებს და უბრალოდ მინდა, ჩავეხუტო. ისეთი პატარები ჩანან. მათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ: "რა სიგიჟეა, ამ ასაკში რომ ამას ვაკეთებდი". მაგრამ ამავდროულად ძალიან ტკბილია ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, ისინი მშვენივრად ერთობიან".
რუპერტ გრინტმაც მსგავსი წერილი მისწერა ალასტერ სტაუტს, რომელიც სერიალში რონ უიზლის როლს ითამაშებს. როგორც გრინტმა გასულ წელს BBC-ს უთხრა: "წერილი მივწერე მანამდე, სანამ მუშაობას დაიწყებდნენ, თითქოს ესტაფეტას ვაბარებდი. უბრალოდ ვუსურვე ყველაფერი საუკეთესო. ამ სამყაროში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო და იმედი მაქვს, მასაც იგივე გამოცდილება ექნება… უცნაურია, რომ ეს ციკლი ისევ მეორდება. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება".
- ჰარი პოტერის სერიალის გადაღებები დაიწყო — HBO გადასაღები მოედნიდან ფოტოს ავრცელებს
- ჰარი პოტერის სერიალის მსახიობი ბავშვებისთვის ცალკე სკოლა აშენდება
- ჰარი პოტერის სერიალს 2026 წელს ვიხილავთ
მიუხედავად იმისა, რომ რედკლიფისთვის ჰარი პოტერის გამოცდილება ძალიან ძვირფასია, თქვა, რომ საკუთარ ფილმები სულ რამდენჯერმე აქვს ნანახი და იხუმრა კიდეც, რომ შვილებს უფრო სიამოვნებით აჩვენებს HBO-ს ახალ ვერსიას.
"ალბათ ჩემს შვილს ამ ახალ სერიალს ვაჩვენებ, რომ ჩემი ყურება არ მოუწიოს", — თქვა რედკლიფმა — "მგონი ეს უფრო სახალისო იქნება. ალბათ მეც უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ… ზოგადად, საკუთარი თავის ყურება არ მიყვარს. ძველი ფილმების ნახვა უფრო მსიამოვნებს, რადგან მათგან უკვე უფრო შორს ვარ".
თუ ჰარი პოტერი გიყვარს: On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებს
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები