დრამა, სკანდალები და აბსურდი — წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა
ფოტო: Getty Images
როგორც აღმოჩნდა, წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა არ არის ჩვეულებრივი სპორტული ტრანსლაცია. 2026 წლის მილანი–კორტინას ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გადაიქცა რეალითი შოუს მსგავსი დრამის, უცნაური სამეცნიერო ჭორებისა და წვრილმანი დანაშაულების ქარიშხლად. სანამ მსოფლიო მსოფლიო რეკორდებს ადევნებს თვალს, ინტერნეტი მთლიანად იმითაა დაკავებული, რა ხდება კულისებში.
ამ სტატიაში მოვაგროვეთ 2026 წლის თამაშების ყველაზე უცნაური, ყველაზე ქაოტური და ყველაზე ვირუსული მომენტები:
1. შტურლა ჰოლმ ლაგრეიდის საჯარო "სოციალური სუიციდი"
შტურლა ჰოლმ ლაგრეიდი
ფოტო: Sky News
რაც უკვე ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე უხერხულ პოსტ-სარბოლო ინტერვიუდ არის მონათლული, ნორვეგიელმა ბიატლონისტმა შტურლა ჰოლმ ლაგრეიდმა 10 თებერვალს ბრინჯაოს მედლის სამადლობელი პლატფორმა "სოციალური სუიციდისთვის" გამოიყენა. მწვრთნელებისთვის მადლობის გადახდის ნაცვლად, მან NRK-ის კამერებს თვალი გაუსწორა და აღიარა, რომ ცოტა ხნის წინ შეყვარებულს უღალატა (და ძალიან ნანობს).
მისი ყოფილი პარტნიორი ამან არ აღაფრთოვანა. ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბარში თქვა, რომ ასეთი საჯარო განცხადება "ძნელად საპატიებელია" და გააკრიტიკა სპორტსმენი, რომელმაც გლობალური ყურადღების ცენტრში მოაქცია. მოგვიანებით ლაგრეიდმა ბოდიში მოიხადა, რომ თავისი პირადი დრამით თანაგუნდელების გამარჯვებები გადაფარა.
2. Penisgate — აეროდინამიკური ინექციები?
ფოტო: WSJ
ამაზე ჩვენც ვწერდით, ყველაზე უცნაური ტექნიკური სკანდალი ეხება სათხილამურო ნახტომში მონაწილე კაც სპორტსმენებს და ჰიალურონის მჟავის ინექციების შესახებ ბრალდებებს. ჭორის მიხედვით, სპორტსმენები თითქოს საზარდულის ზონის გაზრდას ცდილობენ, რათა 3D სხეულის სკანერებს უფრო დიდი და უფრო ფართო ფორმის დაშვების ნებართვა "დასცინცლონ". ზედმეტი ქსოვილი ჰაერში აფრის როლს ასრულებს და დამატებით ამწევ ძალასა და მანძილს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ამას ჭორად მიიჩნევს, ის ფაქტი, რომ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს (WADA) "საზარდულის ზონის მანიპულაციაზე" კომენტარის გაკეთება მოუწია, ამ თემას ოლიმპიურ სოფელში ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო თემად აქცევს.
3. LEGO-ს ქურდი ოქროს იგებს
ჯულია სიმონი ოქროს მედლით
ფოტო: People.com
ფრანგი ბიატლონისტი ჟულია სიმონი პოდიუმზე გამარჯვებებს აგროვებს, თუმცა ამას აკეთებს, როგორც უკვე ნასამართლევი პირი. 2025 წლის ოქტომბერში ის დამნაშავედ ცნეს საკუთარი თანაგუნდელის საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპარვასა და 2 300 დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკის და LEGO-ს ნაკრების შეძენაში. როცა მან მილანში ოქრო მოიგო, სიმბოლურად ტუჩებთან თითი მიიდო, თითქოს კრიტიკოსებს აჩუმებდა, მაგრამ ინტერნეტს არაფერი გამოპარვია.
4. დაძაბული ქერლინგი
მარკ კენედი, კანადა
ფოტო: NBC
ქერლინგი, როგორც წესი, "ყველაზე თავაზიან სპორტად" ითვლება, მაგრამ წელს ეს იმიჯი შეიცვალა. კანადის ორივე, ქალების და კაცების ქერლინგის გუნდი (კანადელი ვარსკვლავებით: მარკ კენედი და რეიჩელ ჰომანი) კრიტიკის ქვეშ მოექცნენ იმის გამო, რომ ქვის გაშვების შემდეგ თითქოს მეორედ და უკანონოდ შეეხნენ მას. დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა კენედი მიკროფონში შვედეთის გუნდს უყვიროდა, შედეგად ოფიციალური გაფრთხილება და ყინულზე აშკარად დაძაბული ატმოსფერო მივიღეთ.
5. ტექნიკური პრობლემები და დეფიციტები ოლიმპიურ სოფელში
ამერიკელმა ოქროსმედალოსანმა ბრიზი ჯონსონმა და ფიგურულმა მოციგურავემ ალისა ლიუმ განაცხადეს, რომ მათ მედლებს ლენტები ფაქტობრივად მოწყდა. "დამზადებულია იტალიაში"-ს ნიშნით შექმნილი ატრიბუტიკა, როგორც ამბობენ, იმდენად მყიფეა, რომ რამდენიმე სპორტსმენს ჩანაცვლება მოუხდა.
ბრიზი ჯონსონი ზამთრის ოლიმპიადაზე მედიას თავის მედალს აჩვენებს, რომელსაც ლენტი მოწყდა
ფოტო: ენდრიუ მილიგანი / PA
კონდომების კრიზისი: მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი მოდისა და რომანტიკის სიმბოლოდ ითვლება, ოლიმპიურ სოფელში 10 000 უფასო კონდომი პირველივე სამ დღეში ამოიწურა. სპორტსმენებმა ტიკტოკზე "ვალენტინობის კვირის დეფიციტზე" დაიჩივლეს და პრეზერვატივების რაოდენობა პარიზი 2024-ის 300 000 კონდომს შეადარეს.
6. ფიგურული სრიალის ფეშენ-ვიქი
ბენუა რიშო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე კანადის, ესპანეთისა და აშშ-ის გუნდების ქურთუკებით
ფოტო: Getty Images
ფიგურული სრიალის არენაზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურა საერთოდ არ არის სპორტსმენი, ეს არის ფრანგი ქორეოგრაფი ბენუა რიშო, რომელიც ამ ოლიმპიადაზე ერთდროულად მუშაობს 13 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 16 სპორტსმენთან.
შედეგად, მაყურებელს ხშირად ეჩვენება, რომ სადაც არ უნდა გაიხედოს, ის ყველგანაა: ერთ გამოსვლაზე კანადელ სპორტსმენს ეხმარება, შემდეგ გამოსვლაზე ესპანელს, შემდეგ კი უკვე სხვა გუნდის გვერდით დგას.
ყველაზე ვირუსული კი გახდა მისი "სწრაფი გარდაქმნების" ვიდეოები: რიშო ყველა სპორტსმენის გვერდით სწრაფად იცვლის ქურთუკს და კადრში ისე ჩნდება, თითქოს ერთდროულად ყველა დელეგაციის წევრია.
7. და ბოლოს, კარგი ამბავი: ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა
ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ორი პროგრამის ჯამში 221.75 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი მედალია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები რამდენიმე დღეში დასრულდება, თუმცა მისი ყველაზე უცნაური ისტორიები ინტერნეტში კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები