ზამთრის ოლიმპიადა კრიზისშია — სპორტსმენებმა პრეზერვატივების მარაგი გაათავეს
ფოტო: Getty Images
ვალენტინობის კვირას მილანო-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები ნამდვილი ოლიმპიური შემართებით შეხვდნენ. ოლიმპიადის ორგანიზატორების მიერ დარიგებული 10 000 უფასო პრეზერვატივის მარაგი 14 თებერვალს სრულად ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშების დასრულებამდე კიდევ ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი.
უფასო პრეზერვატივების დარიგება ოლიმპიადის მრავალწლიანი ტრადიციაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის უსაფრთხო ურთიერთობების წახალისებაა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ფოტო: Getty Images
"აშკარაა, რომ ოლიმპიურ სოფელში ვალენტინობის დღესასწაული სრული დატვირთვით მიმდინარეობს" — იხუმრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, მარკ ადამსმა, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. "10 000 პრეზერვატივი უკვე გამოყენებულია, ოლიმპიადაში 2 800 სპორტსმენი მონაწილეობს — დანარჩენი თქვენ თვითონ დაითვალეთ."
თავად სპორტსმენები მომხდარით გაოცებულნი არიან — მექსიკელმა მოციგურავემ, დონოვან კარილიომ, აღნიშნა: "ამის შესახებ დილით შევიტყვე და ყველას მსგავსად, მეც შოკირებული ვიყავი".
მადაგასკარელმა მოთხილამურემ, მიალიტიანა კლერკმა კი დაადასტურა, რომ მის საცხოვრებელ კორპუსში პრეზერვატივების მარაგი მთლიანად გაქრა: "ყველა შენობის შესასვლელში უამრავი ყუთი იდგა, თუმცა ისინი ყოველდღიურად იცლებოდა". კლერკის თქმით, ბევრი სპორტსმენი მათ არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყენებდა, არამედ მეგობრებსაც კი ჩუქნიდა.
პრეზერვატივების ყუთი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე
ფოტო: Maja Hitij/Getty Images
ოლიმპიურ თამაშებზე პრეზერვატივების დარიგება 1988 წლის სეულის ოლიმპიადიდან დაიწყო, აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. მას შემდეგ ციფრები თანდათან იზრდება:
- 2022 წლის ბირმინგემის თამაშებზე მონაწილეებს 150 000 პრეზერვატივი დაურიგეს;
- 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც 150 000 უფასო პრეზერვატივი დარიგდა, თუმცა კოვიდის შეზღუდვების გამო, ორგანიზატორებმა სპორტსმენებს მათი გამოყენებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
საინტერესოა, რა მოხდება შემდეგ თამაშებზე — გაიზრდება მარაგის ოდენობა თუ სპორტსმენები კვლავ დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან?
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
კომენტარები