აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი — საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. მათ შორის ერთ-ერთი კი ყაზბეგის ეროვნული პარკია.
ყაზბეგის ეროვნული პარკი განკუთვნილია მათთვის, ვინც აღმოჩენების გზაზე არ ჩერდება, განსაკუთრებით კი ზამთარში. ამ ბლოგში ვეცდებით, ცოტა უფრო მეტი გიამბოთ დაცული ტერიტორიის უნიკალური ბუნებისა და მომავალი მოგზაურობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესახებ.
აღმოაჩინე ყაზბეგის ეროვნული პარკი ზამთარში
ყაზბეგის ეროვნული პარკი არაერთი საინტერესო ფაქტს ინახავს: მაგალითად იმას, რომ მყინვარის თეთრი მწვერვალი ალპების მონბლანზე მაღალია ან იმას, რომ თრუსოს ხეობა, თერგს მიუყვება და არაერთ უნიკალურ მინერალურ ტბას მოიცავს.
ყაზბეგის ეროვნული პარკის უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტში მაღალი მთები და გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობები გვხვდება. აქაურობის აღმოჩენა, მართლაც, უსასრულო პროცესია.
პარკი 2007 წელს, 1976 წელს დაარსებული ნაკრძალის საფუძველზე შეიქმნა. მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ალპურია, ყველაზე დაბალი წერტილი კი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.
მაღალმთიან რეგიონში ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და თან ამასთან, ძალიან მისტიკურია. თოვლში ჩაძირული ლანდშაფტი აღმოჩენის პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ველზე პარკის რეინჯერები ზრუნავენ.
რა უნდა ნახოთ ყაზბეგის პარკში?
ყაზბეგის პარკი გამოირჩევა არა მხოლოდ უნიკალური ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, არამედ, ვიზიტორებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ადგილობრივი ხევის წეს-ჩვეულებებს, მოხევეების ცხოვრების სტილსა და განსაკუთრებულ ტრადიციებს.
თრუსოს ხეობა
თრუსოს ხეობა ვიზიტორთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღმოჩენებით სავსე ადგილია. ხეობა მდინარე თერგს მიუყვება და ცნობილია ფერადი ტრავერტინებით, მინერალური წყაროებით, ალპური ლანდშაფტითა და ისტორიული ნასოფლარებით. თრუსოს მინერალური წყლები რკინითაა გაჯერებული და მიწას მოწითალო, ნარინჯისფერ ელფერს აძლევს, რაც ხეობას თითქმის არარეალურ იერს სძენს. ეს წყაროები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო, ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.
დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა ყაზბეგის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცეა. აქ ვიწრო კანიონები, ციცაბო კლდეები და მოულოდნელად გადაშლილი თვალწარმტაცი ხედები ერთმანეთს დინამიკურად ცვლის.
ისტორიულად დარიალი საქართველოს კარიბჭედ მიიჩნეოდა და კავკასიას ჩრდილოეთთან აკავშირებდა.
გველეთის ჩანჩქერი
გველეთის ხეობაში დიდი და პატარა ჩანჩქერის მონახულება მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი საფეხმავლო მარშრუტით არის შესაძლებელი. ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკი ვიწრო ხეობაში გადის, სადაც მაღალი კლდეები და ხმაურიანი ნაკადულები გაგაცილებენ.
ზამთარში გველეთის ჩანჩქერი სრულიად სხვა განზომილებაში გადადის — ხელოვნების ნიმუშად იქცევა, სადაც ყინვა და წყალი მთავარი მოქანდაკეები ხდებიან. თუ გაგიმართლებთ, გზად ხეობის ციცაბო კლდეებზე მობინადრე ჯიხვებსაც შეავლებთ თვალი.
ადგილობრივი სამზარეულო
ტრადიციული კერძების გარეშე მაღალმთიანი რეგიონის სრულად შესწავლა შეუძლებელია. თან, ყაზბეგის მთებში გატარებული თოვლიანი, ცივი დღის მოხეური ხინკლის, მხლოვანის, ხაბიზგინასა და სხვა ადგილობრივი კერძების დაგემოვნების გარეშე დასრულება, ცოტა რთულად წარმოსადგენია.
ბოლოს კი…
ყაზბეგის ეროვნული პარკის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც პასუხისმგებლობიანი მოგზაურობით იწყება და მხარდაჭერის მრავალ სხვა ფორმას აერთიანებს.
საქართველოს ბანკი კავკასიის ბუნების ფონდთან პარტნიორობით დაცულ ტერიტორიებზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნიკალური ეკოსისტემების გაფრთხილებით კი შესაძლებელი ხდება იმ სივრცეების შენარჩუნება, სადაც აღმოჩენები არასდროს სრულდება.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები