შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

28 Jan. 2026, 15:52

"როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია ერთის მხრივ, თავად ფაქტი და მეორეს მხრივ ერთადერთი კითხვა ჩნდება, რომ რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია, როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს, ახლაც ვამბობთ, რომ არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს. როგორც 4 წლის წინ ვთქვით, რომ არ გავაგზავნით ქართველებს საომრად, ახლაც არ ვაპირებთ, სახელმწიფო, რომ გააგზავნოს ქართველები უკრაინაში საომრად. ეს იყო ორი მიზეზი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა მაშინ რატომაც გაიწვია საქართველოდან ელჩი. იმიტომ, რომ საქართველომ სანქციები არ დაუწესა რუსეთს და საკუთარი თავი არ გახადა ფრონტის წინა ხაზი და იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველები არ გააგზავნა უკრაინის ომში საომრად. ორი მიზეზი. ჩვენი პოზიცია ორივეზე იგივე დარჩა. ეს ფაქტი დანიშვნის ალბათ და იმედია იმას აჩვენებს, რომ გადაიაზრა უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ის მტრული რიტორიკა, რომელიც გვესმოდა ქართველების წინააღმდეგ, ის ანტიქართული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ შედეგის მომტანი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ელჩის დანიშვნა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ