ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ინდოეთმა 27 იანვარს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ზრდის ფონზე, შეთანხმება მსოფლიოს მეორე და მეოთხე უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს გააძლიერებს და ხაზს უსვამს მხარეთა ერთობლივ ერთგულებას ეკონომიკური გახსნილობისა და წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის მიმართ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით 2 მილიარდი ადამიანისთვის თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნა, სადაც ორივე მხარე მიიღებს სარგებელს.
"ევროკავშირი და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან, აძლიერებენ პარტნიორობას მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიებს შორის. ჩვენ შევქმენით თავისუფალი ვაჭრობის ზონა 2 მილიარდი ადამიანისთვის, სადაც ორივე მხარე ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. მსოფლიოს ვუგზავნით სიგნალს, რომ წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა კვლავ იძლევა შესანიშნავ შედეგებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ეს მხოლოდ დასაწყისია; ამ წარმატებაზე დაყრდნობით, ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ", — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ევროკავშირი და ინდოეთი, ამ დროისთვის, წელიწადში 180 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობენ, რაც ევროკავშირში თითქმის 800 000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება 2032 წლისთვის გააორმაგებს ევროკავშირის საქონლის ექსპორტს ინდოეთში, ევროკავშირის ექსპორტის 96.6%-ზე ტარიფების გაუქმების ან შემცირების გზით. მთლიანობაში, ტარიფების შემცირება ევროპულ პროდუქტებზე, საბაჟო მოსაკრებლებში ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდ ევროს დაზოგავს.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე ამბიციური სავაჭრო შეთანხმება, რაც ინდოეთს ოდესმე სავაჭრო პარტნიორთან ჰქონია. შეთანხმება მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს ევროკავშირის საკვანძო სამრეწველო და აგროსასურსათო სექტორებს, უზრუნველყოფს კომპანიებისთვის პრივილეგირებულ წვდომას მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაზე და ყველაზე სწრაფად მზარდ მსხვილ ეკონომიკაზე, რომლის წლიური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 3.4 ტრილიონ ევროს შეადგენს.
ევროკომისია წერს, რომ შეთანხმება აუქმებს ან ამცირებს ძალიან მაღალ ტარიფებს (საშუალოდ 36%-ზე მეტს) ევროკავშირის აგროსასურსათო ექსპორტზე, რითაც ევროპელი ფერმერებისთვის უზარმაზარ ბაზარს ხსნის. ასევე, ევროკავშირის კომპანიებს მისცემს პრივილეგირებულ წვდომას ინდოეთის მომსახურების ბაზარზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ფინანსური მომსახურებები და საზღვაო ტრანსპორტი. შეთანხმებას აქვს სპეციალური თავი ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების შესახებ, რომელიც აძლიერებს გარემოს დაცვას, ეხმიანება კლიმატის ცვლილებას, იცავს მუშაკთა უფლებებს, მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას და უზრუნველყოფს დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას ვაჭრობასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით და კლიმატურ საკითხებზე.
ცნობისთვის, ევროკავშირმა და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2007 წელს დაიწყეს. მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა და 2022 წელს განახლდა. მე-14 და ბოლო ოფიციალური მოლაპარაკების რაუნდი 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა, რასაც მოჰყვა ტექნიკურ და პოლიტიკურ დონეზე შუალედური განხილვები.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების განახლებასთან ერთად, ევროკავშირმა და ინდოეთმა ასევე დაიწყეს მოლაპარაკებები გეოგრაფიული აღნიშვნების შეთანხმებასა და ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე. ამ შეთანხმებებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
კომენტარები