ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, პირადად ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში და მათთან შეხვედრას სთხოვენ:
"იმედი გვაქვს, რომ თქვენი ჩართულობა პოზიტიურ როლს შეასრულებს მიმდინარე პროცესებში და გაზაფხულზე მასობრივი დემონსტრაციის პარალელურად თქვენს მიერ გაკეთებული მოწოდება, რეფორმის შემოდგომაზე დასრულებასთან დაკავშირებით, ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს."
ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, 16 ოქტომბერს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მისი თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მითითებით გაუქმდა.
რამდენიმე დღის წინ, თეა წულუკიანმა ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, რასაც ამ საკითხის ლობისტების უკმაყოფილება მოჰყვა. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ:
- კანონპროექტის ავტორებს ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა მრავალი უშედეგო მცდელობა აღმასრულებელი ხელისუფბლების წარმომადგენლები ჩაგვერთო კანონპროექტის შემუშავების პროცესში და მათთან პირისპირ გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე უფრო მეტ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს;
- ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეტაპზე წარმოადგენს უნიკალურ გაერთიანებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა ქვეყანაში არსებული საექსპერტო და სამოქალაქო აქტივიზმის რესურსების უპრეცენდენტო გაერთიანება - პლატფორმა წარმოადგენს ორმოცზე მეტი ორგანიზაციის და მათ უკან მდგომი ათობით ათასი ადამიანის პოზიციას და ინტერესს;
- ხელისუფლებას თავის წინასაარჩევნო პროგრამაში და უმაღლესი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში დაფიქსირებული აქვს კურსი ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით. მოვლენების ამგვარი განვითარების გათვალისწინებით, პლატფორმის წევრები ვხედავთ პროცესში უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვის გადაუდებელ აუცილებლობას.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ქართულ ოცნებას 2012 წელს გაცემულ დაპირებასაც ახსენებს, რომლის მიედვით, "გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის".
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები