სერიალები, რომლებიც 2026 წელს დასრულდება
ფოტო: Netflix
ახალ წელთან ერთად მოდის განახლებებიც — სერიალების ნაწილი 2026 წელს საბოლოოდ დაემშვიდობება მაყურებელს. სხვადასხვა პლატფორმა და არხი საბოლოო წერტილს დაუსვამს პროექტებს, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი აუდიტორია შეკრიბა.
2026 წელი გამოსამშვიდობებელი იქნება არაერთი საყვარელი სერიალისთვის — მათ შორის Prime Video-ს The Boys, Paramount+-ის Yellowjackets, Starz-ის Outlander, CW-ის All American და CBS-ის The Neighborhood. რამდენიმე მათგანის შემთხვევაში სერიალის სამყარო გაგრძელდება სპინოფ-პროექტებით
All American
All American
ფოტო: CW
ამერიკულ ფეხბურთზე ფოკუსირებული დრამატული სერიალი რვა სეზონის შემდეგ დასრულდება, როდესაც წელს ეთერში დაბრუნდება.
The Boys
The Boys
ფოტო: Prime Video
სუპერგმირების სატირული დრამა ხუთსეზონიან გზას დაასრულებს. საბოლოო სეზონის პრემიერა Prime Video-ზე 2026 წლის ივნისში არის მოსალოდნელი.
Good Omens
Good Omens
ფოტო: Prime Video
2026 წელს, დიდი ალბათობით, Good Omens-ის ფინალს ვიხილავთ. სერიალი სრული სეზონის ნაცვლად ერთ 90-წუთიან ეპიზოდამდე შემცირდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შოურანერ ნილ გეიმანის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებები გაჟღერდა. მთავარ როლებს მაიკლ შინი და დევიდ ტენანტი ასრულებენ.
The Neighborhood
The Neighborhood
ფოტო: CBS
CBS-ის კომედიური სერიალი რვა სეზონის შემდეგ წელს დასრულდება, თუმცა სერიალის სამყარო გაგრძელდება სპინოფ-სერიით Crutch, რომელიც ტრეისი მორგანის პერსონაჟზე — ფრანსუა "ფრენკ" კრაჩფილდზე იქნება ფოკუსირებული.
Outer Banks
Outer Banks
ფოტო: Netflix
პოუგები უკანასკნელ თავგადასავალში დაბრუნდებიან, მეხუთე და საბოლოო სეზონი 2026 წელს გამოვა.
Avatar: The Last Airbender
Avatar: The Last Airbender
ფოტო: Netflix
ანიმაციური კლასიკის მიხედვით ლაივ-ექშენ ადაპტაცია სამ სეზონში დასრულდება. Netflix-ის გადაწყვეტილებით, სერიალს მესამე სეზონით სრულყოფილი ფინალი ექნება.
The Witcher
The Witcher
ფოტო: Netflix
ფენტეზი-სერიალი გერალტ რივიელზე მეხუთე სეზონით დასრულდება. უკვე ლიამ ჰემსვორთის მონაწილეობით მთავარ როლში, ეს იქნება პროექტის ბოლო თავი.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
Outlander
Outlander
ფოტო: Netflix
დროში მოგზაურობის თემაზე შექმნილი რომანტიკული ისტორია ჯეიმისა (სემ ჰიუგანი) და კლერის (კეიტრიონა ბალფი) შორის დასრულდება, როდესაც Outlander მერვე და საბოლოო სეზონით მარტში დაბრუნდება. თუმცა ფრენჩაიზი გაგრძელდება პრიქველით Outlander: Blood of My Blood.
Star Trek: Strange New Worlds
Star Trek: Strange New Worlds
ფოტო: Paramount+
Star Trek-ის ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე სერიალი ხუთი სეზონის შემდეგ დასრულდება.
The Walking Dead: Daryl Dixon
The Walking Dead: Daryl Dixon
ფოტო: AMC
The Walking Dead-ის სპინოფ-სერიალი, რომელიც დერილ დიქსონის პერსონაჟზეა კონცენტრირებული, მეოთხე სეზონით დასრულდება.
Yellowjackets
Yellowjackets
ფოტო: Paramount+
Yellowjackets მეოთხე და საბოლოო სეზონით დასრულდება 2026 წელს, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
ასევე ნახეთ: რომელი სერიალები გამოდის 2026 წელს — პრემიერები და ახალი სეზონები
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები