ანდრია ჯაღმაიძე

2 Jan. 2026, 16:06

"ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, რომ თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს საპატრიარქო დაპირისპირებულია მათთან.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, ნებისმიერი ჩვენი აქტივობა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ.

რაც შეეხება იმ ღამეებს, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო ცრემლმდენი გაზით და წყლით და ბევრი კადრია, როცა მამები აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, იფარებენ, ეზოში ჯაჭვად იდგნენ მამები და ამას ითვალისწინებდა სპეცრაზმი და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა პროტესტის მონაწილე, ყველა დაცული იყო.

ბევრი რამ კეთდება ციხეებში, 30-მდე სასულიერო პირი დადის ციხეებში. ჩვენ მათ პროექტებსაც ვაწვდით, ხშირად ხდება ხოლმე ციხეში, დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის სახელით ნობათი იგზავნება. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, მოითხოვოს მოძღვართან შეხვედრა და მორიგე მოძღვრები არიან."

განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის, "ერთსულოვნების" ეთერში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…