ტეილორ სვიფტი და Charli XCX — როგორ დაიწყო ორ ვარსკვლავს შორის დაპირისპირება?
3 ოქტომბერს ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი — The Life Of A Showgirl გამოუშვა, რომელმაც გამოსვლის დღიდან უამრავი რეკორდი მოხსნა და არანაკლები გამოხმაურება დაიმსახურა. ალბომმა საზოგადოება მრავალ საკითხზე აალაპარაკა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რომელმაც პოპ-კულტურა მოიცვა, ტეილორ სვიფტისა და Charli XCX-ის "დაპირისპირებაა".
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
ახალი ალბომის მოსმენის შემდეგ ყველასთვის აშკარა იყო, რომ მისი ერთ-ერთი სიმღერა — Actually Romantic არა ჩვენთვის უცნობ, საიდუმლო პიროვნებას ან მოვლენას, არამედ ერთ კონკრეტულ პოპ-ვარსკვლავს, Charli XCX-ს ეძღვნებოდა. იმის მიუხედავად, რომ სიმღერაში ჩარლი პირდაპირ არაა ნახსენები და ტეილორს ეს თეორია არ დაუდასტურებია, ამბის ნამდვილობის, როგორც სვიფტის, ასევე ჩარლის ფანებსაც სჯერათ.
როგორ დაიწყო ეს დაპირისპირება და რატომაა ყველა დარწმუნებული, რომ Actually Romantic ჩარლის ეძღვნება?
გასულ წლამდე 2 პოპ-ვარსკვლავს შორის მხოლოდ პატივისცემა და კარგი დამოკიდებულება არსებობდა (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მხოლოდ ეს ჩანდა), თუმცა მათ შორის არსებული დაძაბულობა სინამდვილეში წლების განმავლობაში გროვდებოდა.
2018
2018 წელს Charli XCX ტეილორ სვიფტის მუსიკალური ტურნეს გამხსნელი შემსრულებელი იყო. ყოველ საღამოს, სანამ ტეილორი დაიკავებდა სცენას, მისი ფანების წინაშე ჩარლი საკუთარ სიმღერებს ასრულებდა. მომღერლებმა ტეილორის სიმღერა Shake It Off-იც შეასრულეს ერთად, თუმცა მოგვიანებით, ჩარლიმ ეს გამოცდილება არც თუ ისე დადებითად შეაფასა: "ძალიან მადლიერი ვარ, რომ ტეილორმა თავის ტურნეზე დამპატიჟა, მაგრამ, როგორც ხელოვანი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს 5 წლის ბავშვების წინაშე მქონდა ხოლმე კონცერტი". ამ კომენტარმა, რა საკვირველია, ტეილორის ფანებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა თავად ტეილორს საკუთარი რეაქცია საჯაროდ არ გამოუხატავს. მოგვიანებით ჩარლიმ ტეილორის ფანებს მოუბოდიშა.
ტელორი და ჩარლი
ფოტო: Billboard
2023
2023 წელს ვარსკვლავების გზები ისევ გადაიკვეთა. 2022 წელს Charli XCX-მა ცნობილი პოპ-როკ ბენდის, The 1975-ის დრამერთან, ჯორჯ დანიელთან დაიწყო ურთიერთობა. 2023 წლის მაისში კი ტეილორმა დაიწყო ურთიერთობა ბენდის წამყვან მომღერალ მეთიუ ჰილისთან. შესაბამისად, 2023 წლის ზაფხულში ჩარლი და ტეილორი ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ, უნდოდათ ეს თუ — არა. სვიფტისა და მეთიუს ურთიერთობა მხოლოდ 2 თვე გაგრძელდა, ჩარლი და ჯორჯი კი გასულ ზაფხულს დაქორწინდნენ.
Charli XCX და ჯორჯ დანიელი
ტეილორ სვიფტი და მეთიუ ჰილი
2024, ზაფხული
2024 წლის ივნისში Charli XCX-მა ახალი ალბომი Brat გამოუშვა, რომელიც ზაფხულის საუნდტრეკი გახდა. ალბომში ჩარლი აქტიურად განიხილავდა მის ურთიერთობას მუსიკალურ ინდუსტრიასთან და სხვა პოპ-ვარსკვლავებთან. ამის მაგალითია სიმღერა Girl, so confusing, რომელიც ცნობილ ახალ ზელანდიელ მომღერალ Lorde-ს ეძღვნება და საუბრობს უხერხულობაზე და გაუგებრობაზე, რომელიც ორ ქალ მუსიკოსს შორის შეიძლება გაჩნდეს, რადგან საზოგადოება და მედია მათ მუდმივად ერთმანეთს ადარებს. მოგვიანებით, Lorde-მა და ჩარლიმ ამ სიმღერის საერთო რემიქსი ჩაწერეს და მათ შორის არსებული დაძაბულობა მოაგვარეს.
Charli XCX და Lorde
ფოტო: WWD
თუმცა, ალბომში არსებულ მეორე სიმღერას, რომელიც მსგავს შინაარსს ატარებდა, ასეთი მეგობრული დასასრული არ ჰქონია. ჩარლის სიმღერა Sympathy Is a Knife (თანაგრძნობა დანაა) კომპლექსებზე საუბრობს, რომლებიც ჩარლის მასზე ბევრად პოპულარულ მომღერალთან ერთად ყოფნისას უჩნდება. ფანებმა მალევე ამოიცნეს, რომ სიმღერაში ნახსენები მომღერალი, რომელსაც ჩარლი თავის თავს ადარებს, ტეილორ სვიფტია. სიმღერის ტექსტში ვკითხულობთ: "ერთი გოგო კომპლექსებს მიჩენს… რომც ვეცადო, ვერ გავხდები ის, მისი საპირისპირო ვარ". მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი წარმატებული მუსიკოსია, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ტეილორის წარმატებას ვერასდროს მიაღწევს, რაც სვიფტთან ერთად დროის გატარებისას ცუდად აგრძნობინებს თავს:
არ მინდა, რომ ჩემი შეყვარებულის კონცერტზე ვნახო. თითებს ვიჯვარედინებ, იმედი მაქვს, მალე დაშორდებიან
Brat ჩარლისთვის ძალიან წარმატებული ალბომი აღმოჩნდა. თუმცა, როცა გამოსვლის პირველ კვირას დიდი ბრიტანეთის ალბომების რეიტინგში პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა, ტეილორმა თავისი ალბომის ახალი ვერსიები გამოუშვა და ბრიტანელ მომღერალს რეიტინგის სათავე არ დაუთმო. მალევე, ჩარლიმ კონცერტი გამართა, რომლის დროსაც მისი ფანები ერთხმად ყვიროდნენ "ტეილორი მკვდარია". მოვლენას ჩარლი ინსტაგრამზე გამოეხმაურა: "ვინც ამას აკეთებთ, გთხოვთ, შეწყვიტეთ, ონლაინაც და ჩემს კონცერტებზეც… ამას ვერ ავიტან".
მოისმინეთ Charli XCX-ის სიმღერა Sympathy Is a Knife:
2024, შემოდგომა
2024 წლის ოქტომბერში Charli XCX-მა ალბომის წარმატება ჟურნალ New York Magazine-ის გარეკანზე აღნიშნა. ჟურნალმა სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ტეილორ სვიფტსაც სთხოვა, რომ ჩარლის ალბომზე კომენტარი გაეკეთებინა: "მას შემდეგ, რაც 2011 წელს პირველად მოვისმინე ჩარლის სიმღერა Stay Away, მისი მელოდიური მგრძნობელობით გაოგნებული ვარ. მისი წერის სტილი ყოველთვის არარეალური და ახალია. ვერასდროს გამოიცნობ, რას გაუკეთებს სიმღერას. მიხარია, რომ მისი შრომა ფასდება" — თქვა ტეილორმა.
ფანების ნაწილი ფიქრობს, რომ ყუთში მოთავსებულ ხელზე გაკეთებული "მეგობრობის სამაჯურები" ტეილორ სვიფტის დაცინვაა
ფოტო: New York Magazine
2025
ტეილორ სვიფტს ვერც 2025 წლის დასაწყისში შეამჩნევდით, რომ Charli XCX-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა — 2 თებერვალს, გრემის დაჯილდოებაზე, პოპ-ვარსკვლავი ჩარლის შესრულებისას შამპანურით ხელში ცეკვავდა.
თუმცა, 3 ოქტომბერს, ტეილორის ალბომის გამოსვლასთან ერთად, მათ შორის არსებული დაძაბულობა აშკარა გახდა. ტეილორის ალბომის მე-7 სიმღერას Actually Romantic ეწოდება (აღსანიშნავია, რომ Brat-ის მე-7 სიმღერის სახელია Everything Is Romantic).
სიმღერა იწყება სიტყვებით:
გავიგე, რომ ნარკოტიკით გათამამებულმა "მოსაწყენი ბარბი" დამიძახე, ჩემს ყოფილს ხელი ჩამოართვი და ჩემი მიტოვება მიულოცე, სიმღერა დამიწერე, სადაც ამბობ, რომ ჩემი დანახვა გულს გირევს
"Actually Romantic იმ სიტუაციას ეხება, როცა აანალიზებ, რომ ვიღაცას შენთან ცალმხრივი ომი აქვს გამოცხადებული და ამაზე არაფერი იცოდი. ეს სიმღერა სიძულვილს სიყვარულად იღებს. როგორი სასიამოვნოა, რომ ვიღაც შენზე ამდენს ფიქრობს და არც კი იცოდი. თუ კარგად დაფიქრდები, სინამდვილეში, საკმაოდ რომანტიულია", — ამბობს სვიფტი სიმღერაზე.
საზოგადოების ნაწილი ტეილორს აკრიტიკებს და თვლის, რომ ამ სიმღერით მომღერალი მასზე პატარა არტისტს "ჩაგრავს", თუმცა სვიფტის ფანები ფიქრობენ, რომ ჩარლიმ სამართლიანი პასუხი მიიღო. თავად Charli XCX კი ტეილორის სიმღერას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია.
მოისმინეთ ტეილორ სვიფტის სიმღერა Actually Romantic:
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
კომენტარები