"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
ქართული ოცნების წარმომადგენლები საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ის წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის გამოსახულებით განათდა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რომ ელჩს ურჩევს "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს".
"მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს," — განაცხადა სამხარაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელჩმა "კეთილი უნდა ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება".
"ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ვუდგებით ობიექტურად და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი ექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს პოზიციას: კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში," — განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოცნების დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება მყისიერ რეაგირებას მოახდენს და დასძინა, რომ მმართველი პარტია ჭეშმარიტი ისტორიის მხარეს დგას.
"არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.
დღეს ჩვენს საათებზე დღის პირველი ნახევარია. ჩვენ დაველოდებით რეაგირებას, თუ რა იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს — ეს ვერ და არ იქნება.
ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით. ეს ცალსახა და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვის ქვას ესვრის, კრიტიკას და ა.შ. — ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა იმ ელჩსა თუ წარმომადგენელთან მიმართებით, როდესაც თუნდაც თავიდან იწყებოდა არასწორი ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი ვექტორი ყოველთვის იყო გადაწეული იმ მხარეს, რომ "იქნებ შეცდომაში არიან შეყვანილები" და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, იმ ძალის წარმომადგენლები ან ის სახელმწიფო, რომელიც ოდესმე აგრესიას ან ქვის სროლას იწყებდა. ჩვენ ვმოქმედებთ საქმიანად. თუმცა, ნურავის დაავიწყდება, რომ ამ ყველაფერთან ერთად ვართ პრინციპულებიც. ეს პრინციპულობა სწორედ ის არის, რომ ველოდებით და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას," — განაცხადა ღუდუშაურმა.
ამ დროისთვის საგარეო უწყებას ალი მოჯანის სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის ქეთევანის გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება და ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე განსხვავებული ისტორიები არსებობს.
ელჩი აცხადებს, რომ მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც დედოფალ ქეთევანსა და ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს შეეხება.
მისი თქმით, ეს არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ საბოლოო პასუხის პრეტენზია — ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
ელჩი წერს, რომ მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა წარსულში დაბრუნებაზე მეტად, ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება გახდეს.
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები