ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩი) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ IRI-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას 36% აქვს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ჯამში დაახლოებით ორჯერ ნაკლები.
"IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში ორჯერ ნაკლებიო. იქ ლელო არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ.
ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, "გაყალბდაო" ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მეორე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა? მაგი კი არა, ისიც კი ვერ გაურჩევია ოპოზიციურ მედიას, თუ ვინ ვინაა ოპოზიციაში და ახლა უკვირთ, რომ ის, ვინც ნაღდი ოპოზიციონერები ჰგონიათ, რეიტინგებში არც კი ჩანს. ჰოდა, თუ ისევ სირაქლემას პოზაში იქნება მედია და შავისა და თეთრის გარჩევას არ დაიწყებს, კიდევ ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი ელის წინ.
თუმცა მთავარი არა ლელოს ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 შეცდა და 4-5-9-25-კამპანიას აყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს. ჰოდა, თუ ასეთები ამ ჯგუფში ხართ, არ მოგერიდოთ. დასვით კითხვა, დაწერეთ, თუ რა გიშლით ხელს, რომ 36 გააფერადოთ და აუცილებლად გიპასუხებთ, რადგან შანსი არაა, თავისუფალი ხალხის პარტიაზე უკეთესი არჩევანი არსებობდეს დღეს საქართველოში.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენ ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც მრავალი წელია გვაფინანსებს და გვიჭერს მხარს. თქვენი წყალობით, ქართველ ხალხს აქამდეც ჰქონდა და კიდევ ექნება შანსი, სწორი არჩევანი გააკეთოს", — წერს რაქვიაშვილი.
თავადვე ავრცელებს სლაიდს, რომელშიც IRI-ის კვლევის პარტიულ რეიტინგებში ქართულ ოცნებას 36% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას — 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის და პარტია ახალს, 1-1% აქვთ: ანა დოლიძის პარტიას ხალხისთვის და ზურაბ ჯაფარიძის გირჩი – მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელს და ხალხის პარტიას. რეიტინგებში მოცემული არ არის ლელო და ფედერალისტები.
შეგახსენებთ, რომ IRI-ს აღნიშნული კვლევა ჯერ არ გაუსაჯაროებია.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები