სიახლე ინგლისურის სწავლებაში: ბექას სკოლამ ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროგრამის ნაწილად აქცია
ფოტო: ბექას სკოლა
ბექას სკოლა, რომელიც წლებია ინგლისური ენის სწავლების სფეროში ერთ-ერთ ლიდერად და ნოვატორად ითვლება, ტრადიციულ მეთოდებს ხელოვნურ ინტელექტთან სინთეზში იყენებს. სკოლა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების თანამედროვე სტანდარტებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით, კიდევ უფრო ვითარდება. ამჯერად, სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, სასწავლო პროცესში სრულად ინტეგრირდა პრემიუმ კლასის აპლიკაცია Talkpal, რაც სტუდენტებისთვის ენობრივი ბარიერის დაძლევისა და პრაქტიკის ნაკლებობის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.
ენის სწავლების მთავარი გამოწვევა
ენის შემსწავლელებისთვის პრაქტიკის ნაკლებობა კარგად ნაცნობი პრობლემაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სტუდენტები ხშირად ფლობენ თეორიულ ცოდნას, თუმცა რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაცია უჭირთ, რადგან ყოველდღიურობაში ინგლისურენოვანი გარემო არ აქვთ. ამას ემატება შეცდომის დაშვების შიში და სხვების მხრიდან განსჯის მოლოდინი.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბექას სკოლამ გადაწყვიტა, ტექნოლოგიური პროგრესი განათლების სამსახურში ჩაეყენებინა.
ფოტო: ბექას სკოლა
ვირტუალური მენტორი, რომელიც არასდროს იღლება
ახალი ინიციატივის ფარგლებში, სკოლის ყველა მოსწავლეს აქვს წვდომა პერსონალურ AI მენტორზე. ეს აპლიკაცია ფაქტობრივად პირადი დამხმარის ფუნქციას ითავსებს, რომელიც კომუნიკაციისთვის ყოველთვის მზადაა. AI არასდროს იღლება მოსმენით და არ ეზარება შეცდომების გასწორება. რაც ყველაზე მთავარია, ხელოვნური ინტელექტი არასდროს განსჯის მოსწავლეს შეცდომის გამო. პირიქით, ის მეგობრულად მიუთითებს ხარვეზებზე და სთავაზობს ვარიანტებს, თუ როგორ შეიძლება იმავე აზრის უფრო გამართულად და ლამაზად ჩამოყალიბება. ამგვარ გარემოში სრულიად ქრება სირცხვილის შეგრძნება და შეცდომის დაშვების შიში. სტუდენტს შეუძლია ერთი და იგივე წინადადება ათჯერ გაიმეოროს, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევს. დამატებით კომფორტს ქმნის ისიც, რომ მოსაუბრეს ძალიან ბუნებრივი, სანდომიანი ხმა აქვს და არ ტოვებს რობოტთან საუბრის განცდას.
პროგრესის უზრუნველსაყოფად აპლიკაცია ექვს განსხვავებულ რეჟიმს აერთიანებს:
- ჩათისა და სატელეფონო ზარის რეჟიმები თავისუფალი, ყოველდღიური საუბრებისთვისაა განკუთვნილი.
- როლური თამაშები მოსწავლეს რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის ამზადებს, როგორებიცაა, მაგალითად, საჭმლის შეკვეთა რესტორანში, მეგობართან კამათი, ადამიანის გაცნობა ონლაინ.
- დებატების რეჟიმი კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებული კამათის უნარს ავითარებს.
- პერსონაჟების რეჟიმით შესაძლებელია ისტორიულ ფიგურებთან ან გამოგონილ გმირებთან საუბარი. მაგალითად, შეგიძლია სოკრატეს ფილოსოფიაზე ესაუბრო ინგლისურად, ილონ მასკს კი, მარსზე გაფრენის შესაძლებლობაზე.
- ფოტო რეჟიმი საშუალებას გაძლევს ფოტოების აღწერით გაიმდიდრო ლექსიკური მარაგი.
როგორ მუშაობს AI ენის სწავლების მეთოდოლოგიაში?
ბექას სკოლის მიდგომა არ გულისხმობს მხოლოდ აპლიკაციაზე წვდომის ჩართვას სტუდენტებისთვის და ინდივიდუალურ საუბრის პრაქტიკას. ხელოვნური ინტელექტი გაკვეთილების ლოგიკური გაგრძელებაა. სასწავლო გეგმა ისეა აგებული, რომ საკლასო ოთახში მიღებული თეორია სახლში, AI-სთან სიმულაციებით მყარდება.
სკოლის დამფუძნებელი, ბექა ბერიკაშვილი, დეტალურად ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა პრაქტიკაში:
“წარმოიდგინე, მაგალითად, რომ დღეს გაკვეთილზე გავიარეთ მედიცინის თემატიკა და ვისწავლეთ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება გამოგვადგეს. სახლში მისვლისას, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები უბრალოდ დაიზეპირო, შენ ხსნი აპლიკაციას, რთავ როლური თამაშების რეჟიმს და ირჩევ ექიმთან გასაუბრების როლურ თამაშს. შენ ირგებ პაციენტის როლს, AI კი ხდება ექიმი. შენ მას უყვები სიმპტომებზე, ის გისვამს კითხვებს, გინიშნავს წამლებს. შენ რეალურ დროში, ხმოვანი შეტყობინებებით გადიხარ რეპეტიციას იმ სიტუაციისა, რომელიც ხვალ შეიძლება ლონდონის ან ნიუ-იორკის კლინიკაში გამოგადგეს.
ან იქნებ გაკვეთილის თემა ბერძნული მითოლოგიაა. გადადიხარ პერსონაჟების რეჟიმში, ირჩევ ზევსს და პირდაპირ ოლიმპოს მთავარ ღმერთს ეკითხები, რას ერჩოდა საწყალ პრომეთეს. როცა ზევსს ეკამათები ინგლისურად, სიტყვები სულ სხვანაირად გამახსოვრდება.
შეიძლება გაკვეთილის თემა იყოს სოციალური მედია და აქ იმდენი საკამათო საკითხია, რომ ლოგიკურია, არ გეყოს მხოლოდ მასწავლებელთან გაკვეთილზე საუბარი ამ თემის გარშემო. სახლში მისული რთავ დებატების რეჟიმს და იწყებ კამათს თემაზე: უნდა აიკრძალოს თუ არა TikTok 16 წლამდე? AI მოგიყვანს არგუმენტებს, შენ კი უნდა გააბათილო ისინი. ასე სწავლობ არა მხოლოდ ენას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასაც.”
ცვლის თუ არა ტექნოლოგია მასწავლებელს?
მიუხედავად ტექნოლოგიური ნახტომისა, სკოლაში აცხადებენ, რომ მასწავლებლის როლი კვლავ შეუცვლელია.
“Talkpal არის დამხმარე ინსტრუმენტი და არა პედაგოგის ალტერნატივა. ჩვენი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ ფუნდამენტურ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. ხელოვნური ინტელექტი კი უზრუნველყოფს იმ უსასრულო პრაქტიკას, რომელიც ადამიანური რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია,” — აცხადებენ სკოლაში.
ახალი პროექტი უკვე დაწყებულია და ბექას სკოლის მოსწავლეები ინგლისურს უკვე თავიანთ ჯიბის მენტორებთან ერთად ეუფლებიან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები