ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე — მაია ბუწაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
ინფექციონისტი მარია ბუწაშვილი ეხმაურება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა". მისი თქმით, "ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე. ახლა რაიმე ობიექტური, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობილი, მონაცემების მოპოვება, როგორც ჩანს, ძალიან ძნელია".
"როგორც ყველამ ვნახეთ, BBC გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ თბილისში აქციების დარბევისას გამოყენებული იყო აკრძალული გაზი ბრომობენზილ ციანიდი.
სტატია ეყრდნობა აქციის მონაწილეებში კანის და თვალების წვის, ასევე სუნთქვის პრობლემების იმაზე ბევრად მეტად გახანგრძლივების ფაქტებს, ვიდრე ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის მიმართ ექსპოზირების შემდეგ ხდება. ასევე, ექიმ კოტე ჩახუნაშვილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის ფარგლებში გამოიკითხა აქციების სამასზე მეტი მონაწილე.
შესაბამისად, დღეს ბევრი ადამიანი, ვინც აქციებზე გაზის მიმართ ექსპოზირდა, ძალიან ღელავს და ეს სრულიად გასაგებია. მე არ ვარ ტოქსიკოლოგი (და კარგი იქნება ტოქსიკოლოგების მხრიდან რაიმე კომენტარი მოვისმინოთ), მაგრამ რადგან ექიმი ვარ და თანაც ჩემი მეორე პროფესია საზოგადოებრივი ჯანდაცვაა, ჩემი აზრი მინდა გამოვხატო ამ საკითხზე.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქციის მონაწილეების და მათი ოჯახის წევრების ასეთი ინტენსიური ნერვიულობის მყარი საფუძველი ჯერ არ გვაქვს და რადიკალურად რაიმეს მტკიცება აქციებზე გამოყენებული გაზის შესახებ ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა დამშვიდდნენ, ისედაც უკიდურესად სტრესულ გარემოში ვართ ბოლო ერთი წელია.
ფაქტია, რომ გაზის გამოყენების დროს ბევრი წესი ირღვეოდა (დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს შესხურება, მათ შორის პირდაპირ სახეში, დახურულ სივრცეში გაფრქვევა და ა.შ.). ასევე ფაქტია, რომ ბევრი მონაწილე დიდხანს ჩიოდა სხვადასხვა სიმპტომის შესახებ და სერიოზული ეჭვი ჩნდებოდა, რომ ადამიანები უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე აქციების დროს წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის სტანდარტულ გამოყენებას უნდა გამოეწვია. ეს მართლაც იმით იყო გამოწვეული, რომ რომელიმე აკრძალული ნივთიერების გამოყენება მოხდა, თუ იმიტომ, რომ ყოველგვარი წესების და სტანდარტების გარეშე ხდებოდა გამოყენება, ეს დანამდვილებით არავინ იცის.
სამწუხაროა ის, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრომობენზილ ციანიდის აღმოჩენა ექსპოზირებულ ადამიანში შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 დღე. ამიტომ ახლა რაიმე ობიექტური, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობილი მონაცემების მოპოვება, როგორც ჩანს, ძალიან ძნელია.
მიუხედავად იმისა, რომ BBC სტატიაში ნახსენები გაზის შესახებ ინფორმაცია მწირია, რადგან ის დიდი ხანია აღარ გამოიყენება და თანამედროვე მეცნიერებას ნაკლებად აქვს კვლევები ჩატარებული, არსებული ინფორმაციით ჯანმრთელობის შორეული მავნე შედეგები იშვიათია.
იმედია ოდესმე გვეღირსება და მომავალში ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ადამიანის უფლებები ისე იქნება დაცული, რომ ასეთ თემებზე მსჯელობა აღარასოდეს მოგვიწევს", — წერს მაია ბუწაშვილი.
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
კომენტარები