დანებებით დაწყება — მავნე ჩვევები, რომლებზეც უარის თქმა მარტივია, შედეგი კი — სასიკეთო
ფოტო: Freepick
ხშირად გვესმის და გვჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული: მკაცრი დიეტები, დამქანცველი ვარჯიში და თანმიმდევრულობა; ასეც არის და ხშირად, სწორედ ეს წნეხია ხოლმე მიზეზი იმისა, თუ რატომ სრულდება ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა, მარცხით.
თუ ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება თქვენც გიჭირთ, პატარა ნაბიჯებით დაწყებაა გამოსავალი — იმ უმნიშვნელო, ენერგიის გამომცლელ ცუდ ჩვევებზე უარის თქმა, რომელთა მოშლა სინამდვილეში ბევრად ადვილია.
სამ ასეთ ჩვევას გთავაზობთ, რომელზეც უარის თქმა დღესვე შეგიძლიათ და თან უდიდეს სარგებელსაც მოუტანთ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
1. ტელეფონის გაღვიძებისთანავე ხელში აღება
როგორც კი მაღვიძარა დარეკავს,თუ პირველი, რისკენაც ხელს იშვერთ, ტელეფონია, სტრესის ჰორმონებს უხსნით კარს, ღამის განმავლობაში დაგროვებული შეტყობინებებისა და მსოფლიო ამბების გაცნობით. დღის კორტიზოლით დაწყება კი, მაინცდამაინც მარგებელი არ არის თქვენი ორგანიზმისთვის.
ფოტო: Freepik
ამ ჩვევის მოშლა, იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ — არ დადოთ ტელეფონი საწოლთან ახლოს. სმარტმოფონის მაღვიძარას ნაცვლად, ჩვეულებრივი მაღვიძარა გამოიყენეთ. გამოღვიძების შემდეგ, პირველი ათი წუთი დაუთმეთ რამე მშვიდსა და მარტივს: წყალი დალიეთ, ღრმად ისუნთქეთ ან უბრალოდ გემრიელად გაიზმორეთ.
შედეგად ქრონიკული სტრესი და შფოთვა შეგიმცირდებათ, რაც ცუდი მონელების, კუნთების დაძაბულობისა და ენერგიის ნაკლებობის მთავარი მიზეზია.
2. ფეხზე დგომისას ან გაუაზრებლად ჭამა
მიუხედავად იმისა, სამზარეულოს მაგიდასთან სადილობთ, თუ ტელევიზორის ყურებისას, პირდაპირ შეფუთვიდან წაიხემსებთ ხოლმე, გაუაზრებლად ჭამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გადამეტებულ ჭამასა და საჭმლის მონელების გაუარესებას.
თქვენი სხეული უბრალოდ ვერ ამუშავებს საკვებს ეფექტიანად მაშინ, როდესაც ჩქარობთ ან ყურადღება გაფანტული გაქვთ.
ფოტო: Freepik
დანერგეთ წესი — დაჯექი და შეხედე. ყოველთვის, როცა მოგშივდებათ, არ აქვს მნიშვნელობა სრულფასოვანი საკვები უნდა მიიღოთ თუ უბრალოდ ხემსი, მაგიდასთან დაჯექით. ყოველთვის გამოიყენეთ თეფში, რაც არ უნდა მცირე ულუფას მიირთმევდეთ და ჭამის დაწყებამდე აუცილებლად დააკვირდით საკვებს — გაიაზრეთ, რას ხედავთ და რის ჭამას აპირებთ: ამ დროს თქვენს კუჭს იმ აუცილებელი მჟავებისა და ფერმენტების გამომუშავების საშუალებას აძლევთ, რაც საკვები ნივთიერებების უკეთეს შეწოვას იწვევს, ნაკლებ შებერილობასაც და დანაყრების შეგრძნებაც სწორ დროს გიჩნდებათ.
3. კიდევ ერთი სერიაც და…
ჩვენზე უკეთ არავის მოეხსენება, რა ცდუნებაა, საყვარელი სერიალის მორიგი ეპიზოდის ავტომატურ ჩართვამდე, რამდენიმეწამიანია ტაიმერის არ გათიშვა.
თუმცა, როცა საყვარელი სერიალების ყურებით საჭირო ძილს ვიკლებთ, ამით ნამდვილ ბიოლოგიურ ომს ვუცხადებთ საკუთარ სხეულს. თუ აღმდგენ, ღრმა ძილს ეკრანის ყურებით ანაცვლებთ — თქვენს ტვინს სტიმულირებულ, აჩქარებულ რეჟიმში ტოვებთ, რაც ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
ფოტო: Freepik
გამორთეთ ახალი სერიის ავტომატურად ჩართვის ფუნქცია, ყველა პლატფორმაზე, სადაც სერალებს უყურებთ. დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, ეკრანი უბრალოდ ჩააქრეთ და ეცადეთ, ამ ჩვევას არ გადაუხვიოთ.
გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობის საფუძველია. ის არეგულირებს მადის ჰორმონებს, აღადგენს კუნთებს და წმენდს ტვინს ტოქსინებისგან.
დაიმახოვრეთ, ამ ჩვევების მოშლით, თავს კი არ ისჯით, არამედ იმ წინააღმდეგობას იშორებთ, რომელიც კარგად ყოფნაში გიშლით ხელს.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები