საქართველო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას გეგმავს — გამოხმაურება ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციიდან
საქართველომ დააანონსა, რომ გააუქმებს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას — სტრუქტურას, რომელიც 2006 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის საპირწონედ შეიქმნა. ხელისუფლება მას ყოფილ მმართველ პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობად აფასებს და აცხადებს, რომ მისი შექმნა საქართველოს "გარე ძალებმა მოახვიეს თავს".
გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა.
ადმინისტრაცია, რომელსაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უჭერდა მხარს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოძრაობამ "სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის" — ჯგუფმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საქართველოსგან დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგებოდა — ორგანიზება გაუწია ე.წ. "ალტერნატიულ" საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად, ისე არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.
ეს "ალტერნატიული" არჩევნები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ოფიციალურ" საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. ალტერნატიული არჩევნების გამარჯვებული დმიტრი სანაკოევი გახდა, ხოლო "ოფიციალურის" — ედუარდ კოკოითი.
არჩევნების შემდეგ, 2007 წლის აპრილში, საქართველომ შექმნა "სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია" და მაისში სანაკოევი მისი ხელმძღვანელად დანიშნა. ადმინისტრაცია მართავდა იმ დროს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადმინისტრაციის მნიშვნელობა დიდწილად დაიკარგა.
სანაკოევი 2008 წლის ივლისში — ომამდე ერთი თვით ადრე, სავარაუდო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.
პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ალტერნატიული მთავრობის" მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამით "საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო."
მისი თქმით, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა კონსტიტუციური დარღვევა იყო და "ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები".
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო 2008 წლის ომს და კვლავ გაიმეორა მთავრობის უსაფუძვლო მტკიცებანი იმის შესახებ, რომ ომი "გარე ძალებმა" გამოიწვიეს.
"დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ხელით მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელმაც ცხინავლის რეგიონში ვითარების ესკალაციამდე და ომამდე მიგვიყვანა, გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, რომელშიც საქართველოს გასაწირი პაიკის როლი დაეკისრა", — თქვა პაპუაშვილმა.
"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია" სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც მის შექმნას "ღალატი" უწოდა.
"ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრებით, რომ სიტყვათა წყობა "სამხრეთ ოსეთი" არ გამოიყენონ, გამოიყენონ ცხინვალის რეგიონი და ჩვენ თვითონ კანონმდებლობაში ვიყენებთ "სამხრეთ ოსეთს", — აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ ადმინისტრაციის შექმნა ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი მიზეზია .
სარჩელი ეფუძნება ქართული ოცნების პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომისიის ანგარიშს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მტკიცება არის მინიშნება, თითქოს საქართველომ გამოიწვია 2008 წლის ომი — რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების, ისე მოქმედი და ყოფილი სამხედროების მხრიდან.
თბილისის მერმა და პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას.
"არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა", — განაცხადა კალაძემ.
ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწრაფად უპასუხა როგორც პაპუაშვილს, ისე კალაძეს და აღნიშნა, რომ "თბილისის ლიდერების მიდგომები და რიტორიკა ბოლო წლებში არსობრივად არ შეცვლილა".
"მიუხედავად ზოგადი შემრიგებლური ტონისა, თბილისში კვლავ ვხედავთ დამანგრეველ ტერმინოლოგიას და გამონათქვამებს გამსახურდიასა და სააკაშვილის დროიდან, ბრალდებებს "რუსულ ოკუპაციაზე" და ა.შ. ეს ნათლად ასახავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას... მიუხედავად ამისა, კვლავ მოგიწოდებთ, რეალისტურად შეხედოთ იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა. მტკიცედ გვწამს, რომ არსებული გეოპოლიტიკური სტატუს კვოს აღიარება არის ის საფუძველი, რომელიც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობიან მომავალს მოიტანს.", — ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს, ოს ხალხთან წინა მთავრობის ქმედებებისთვის მოიბოდიშებდა, რამაც დაღუპული სამხედროების ოჯახების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
მაშინ ივანიშვილი და მისი პარტია აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, რათა ნაციონალური მოძრაობა და მისი "სატელიტი პარტიები" არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო და ოსებთან ბოდიში მოეხადათ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მიიღო, არჩევნების შედეგები კი შიდა და საერთაშორისო დონეზე ეჭვის ქვეშ დადგა, მმართველმა პარტიამ მაინც გააგრძელა ოპოზიციის აკრძალვის გეგმებზე მუშაობა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები